თავში

პრემიერი გახარია ბიზნეს-სექტორს შეხვდა

პრემიერი გახარია ბიზნეს-სექტორს შეხვდა
პრემიერი გახარია ბიზნეს-სექტორს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ბიზნესის წრმომადგენლებთან პერმანენტული შეხვედრების სერიას ტურიზმით იწყებს. მისი თქმით, მთავრობა ტურიზმის განვითარებისთვის 115 მილიონს დახარჯავს.

"დარწუნებული ვარ, რომ ეკონომიკის სწრაფი ზრდა დამოკიდებულია ბიზნესის განვითარებაზე, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ბიზნესთან შეხვედრა შედგა. შეხვედრებს ვიწყებთ ტურიზმით და გპირდებით, რომ არც ერთი ნაბიჯი არ იქნება, თქვენთან კონსულტაციის გარეშე გადადგმული, ამ სფეროში. მთავრობა ბიზნესთან კოორდინაციით, გეგმავს შექმნას მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ჩვენმა მთავრობამ გამოყო 115 მილიონი ლარი ამ მიმართულებით და ჩვენი ამოცანაა, ერთობლივად განვსაზღვოთ, როგორ დაიხარჯება ეს თანხა. ჩვენ დაგეხმარებით, რომ მოხდეს ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაცია და ახალი ტურისტული პროდუქტების შექმნა, რისი საბოლოო მიზანიც ქვეყანაში მეტი ტურისტი, მეტი სამუშაო ადგილი და ქვეყნის მეტი ცნობადობაა. ჩვენი გუნდი იქნება მჭიდრო კავშირზე, რათა მოხდეს ამ მიზნის მიღწევა. ეკონომიკური ეფექტის გარდა ტურისტების დიდი რაოდენობა ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ზრდას, რაც ტურიზმის ასევე მნიშვნელოვანი, დადებითი ეფექტია," -  განაცხადა პრემიერმა, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას. 

როგორც მან აღნიშნა, მსგავსი შეხვედრები დაგეგმილია სხვა ბიზნეს სექტორთანაც. შესავალი სიტყვის შემდეგ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს სთხოვა შეხვედრა დაეტოვებინათ, რადგან უშუალოდ სამუშაო პროცესი, ბიზნეს ოპერატორებთან შეუფერხებლად გამართულიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system