თავში

პრემიერი: გავაცნოთ შვილებს საქართველო

პრემიერი: გავაცნოთ შვილებს საქართველო
პრემიერი: გავაცნოთ შვილებს საქართველო

ქართველებმა უნდა ვიმოგზაუროთ, პირველ რიგში საქართველოში, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიქოზში ფერმერებთან შეხვედრაზე განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, მოსახლეობამ შემქნილი ვითარებით უნდა ისარგებლოს და ქვეყნის ღირშესანიშნაობები დაათვალიეროს, რათა ბევრად მომზადებული დახვდეს უცხოელ სტუმრებს.

„იმდენი ადგილია, რაც არ გვინახავს. იმდენი ადგილია, რომ ხანდახან სირცხვილია. გვაქვს ამის შესაძლებლობა ახლა და მოდით მოვიაროთ მთელი საქართველო და ვნახოთ ყველა ის კუთხე, რომელიც იმსახურებს ისტორიულად და ვალდებულებიც ვართ, რომ ჩვენც ვნახოთ, ჩვენს შვილებსაც ვანახოთ და შემდეგ უკეთესად მოვემზადოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო ეფექტურად, კარგად და ხალისიანად დავხვდეთ უცხოელ სტუმრებს“, - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისტვის, საქართველო 15 ივნისს შიდა ტურიზმს გახსნის, ხოლო უცხოელ სტუმრებს ქვეყანა 1 ივლისიდან უმასპინძლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system