თავში

პრეზიდენტი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს სთხოვს ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მიმართვას შეურთდნენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მონაწილეებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოწოდებაში დახმარებას სთხოვს.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სიტუაციის ესკალაცია არავის სჭირდება, არც რეგიონში და არც ევროპაში.

„ერთი თვე გავიდა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონოდ არის დაკავებული. ექიმის საქმიანობა უნდა იყოს საზღვრებს გარეშე. უნდა შევიმუშავოთ ეფექტური გზები რუსეთის ოკუპაციის დასაძლევად. მე ვერ დავასრულებ ამ სიტყვას, რომ არ გთხოვოთ ასამბლეას, შემოგვიერთდეთ ჩვენს მიმართვაში, რათა მოხდეს დაუყოვნებლივ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება. იმედი მაქვს ყველა შეუერთდება ამ მიმართვას“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სოფელ ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system