თავში

პროგრამას "აწარმოე საქართველოში“ 2 მიმართულება დაემატა

პროგრამას "აწარმოე საქართველოში“ 2 მიმართულება დაემატა
პროგრამას აწარმოე საქართველოში“ 2 მიმართულება დაემატა

დღეიდან კი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინდუსტრიულ მიმართულებას დაემატება 2 ახალი ეკონომიკური საქმიანობა: კვლევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები. 

ამის შესახებ report.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს "აწარმო საქართველოში-ს" სააგენტოდან აცნობეს.  

მათი ინფორმაციით, აღნიშნული საქმიანობების ფარგლებში დასაშვებია როგორც სესხის თანადაფინანსების, ასევე საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის სესხის გარანტირების პარალელური გამოყენება. მათ შორის არის კველევები და ექსპერიმენტული დამუშავებები ბიოტექნოლოგიაში და ტექნიკური გამოცდები და ანალიზები.

მათივე განმარტებით, არსებული ეკონომიკური გამოწვევების დასაძლევად საჭიროა დივერსიფიცირებული და მრავალფეროვანი დაძლევის მექანიზმების განხორციელება. 2014 წლიდან, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ 13 000-ზე მეტ ბენეფიციარს დაუჭირა მხარი ბიზნესის წამოწყებასა და განვითარებაში.

შეგახსენებთ, „აწარმოე საქართველოში“ 6 წელია, რაც წარმატებით თანამშრომლობს კერძო სექტორთან. სააგენტოს მთავარი პრიორიტეტი საქართველოს ეკონომიკური წინსვლის ხელშეწყობაა, რასაც ბიზნესის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის მხარდაჭერით ახორციელებს.

ყველაფერს სახელმწიფო პროგრამაზე "აწარმოე საქართველოში", გაეცანით report.ge-ზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system