თავში

Puma-ს მსოფლიო სავაჭრო ომი არ შეხებია

Puma-ს მსოფლიო სავაჭრო ომი არ შეხებია
Puma-ს მსოფლიო სავაჭრო ომი არ შეხებია

EuroNews-ის ცნობით, აშშ-ჩინეთის სავაჭრო დავის მიუხედავად, სპორტული საქონლის მწარმოებელი კომპანია Puma გაყიდვების პროგნოზს ზრდის. გერმანული მულტინაციონალური კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, წლის ბოლოსთვის გაყიდვები დაახლოებით, 15%-ით გაიზრდება. როგორც აღმასრულებელი დირექტორი ბიორნ გიულდენი ამბობს, საოპერაციო მოგება (EBIT) 420-დან 430 მილიონ ევრომდე განისაზღვრება.

2019 წლის 9 თვეში "პუმას" გაყიდვებმა, 4.02 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით, 16%-ით მეტია. ამ პერიოდში კომპანიის საპერაციო მოგება 28%-ით გაიზარდა და 385 მილიონი ევრო შეადგინა.

"მესამე კვარტალი დასრულდა საუკეთესოდ, "პუმას" მსგავსი შედეგები აქამდე არ დაუფიქსირებია", - განაცხადეს კომპანიის ადმინისტრაციაში

სპორტული მწარმოებლისთვის ყველაზე დიდი და მოთხოვნადი ბაზრები აზიაში, უპიველეს ყოვლისა, ისევ ჩინეთია. ლიდერია ასევე ამერიკის შეერთებული შტატები. რაც შეეხება ევროპას, აქ Puma-ზე მოთხოვნა მხოლოდ ივლისიდან - სექტემბრამდე, თითქმის 10%-ით არის მომატებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system