თავში

პური 10 თეთრით გაძვირდა

პური 10 თეთრით გაძვირდა

"საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" ხელმძღვანელის, მალხაზ დოლიძის განცხადებით, წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი, თუმცა ამ ეტაპზე ფასის დამატებით ზრდა მოსალოდნელი არაა.

როგორც მალხაზ დოლიძემ განაცხადა, გაზრდილია დამხმარე მასალების ფასები, რაც პურის საბოლოო ღირებულებაზე აისახება.

"წელს პურის ფასი 10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი. ვიცით, რომ მსოფლიო ბაზარზე ხორბლის და ფქვილის ფასებია შეცვლილი, რაც პურის ფასებზე აისახა ასორტიმენტების მიხედვით. გაძვირებულია შესაფუთი მასალა, პრობლემებია დისტრიბუციაში, მაღაზიები “ქეშბექს” და სხვადასხვა სახის თანხებს ითხოვენ. რა თქმა უნდა, იმოქმედა ლარის კურსმა. ჩვენ დამხმარე მასალებს ვყიდულობთ და ყველაფერი გაძვირებულია," - განაცხადა დოლიძემ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ფქვილის ფასი სტაბილურია და პურის გაძვირება მოსალოდნელი არაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system