თავში

ყაზახეთი-საქართველოს 16-წლიანი ეკონომიკური თანამშრომლობა შეჯამდა

ყაზახეთი-საქართველოს 16-წლიანი ეკონომიკური თანამშრომლობა შეჯამდა
ყაზახეთი-საქართველოს 16-წლიანი ეკონომიკური თანამშრომლობა შეჯამდა

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ეგიდით გაიმართა ონლაინ ღონისძიება, რომელზეც  ყაზახეთისა და საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის კვლევის შედეგების პრეზენტაციები შედგა. კვლევა ორგანიზატორი უწყებისა და TBC კაპიტალის მიერ მომზადდა. დოკუმენტი მოიცავს 2006-2020 წლის სტატისტიკურ მონაცემებსა და ფაქტებს ვაჭრობის, ინვერსტიციებისა და ტურიზმის მიმართულებით, რაც ქვეყნებს შორის მომავალი საქმიანობის ეფექტიანად განსაზღვრის, დაგეგმვის და მართვის შესაძლებლობას იძლევა.

შეხვედრას ესწრებოდნენ - სახელმწიფო სტრუქტურის და ბიზნეს მედიის წარმომადგენლები, ეკონომიკის დარგის ექსპერტები და ყაზახურ-ქართული ეკონომიმური გაერთიანების დამფუძნებლები. ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება საქართველოში ყაზახეთის საელჩოსა და ყაზახურ-ქართული ბიზნესის, კერძოდ: ავიაკომპანია Air Astana-ს, სილქ როუდ ჯგუფის, ხალიკ ბანკი საქართველოს, კაპიტალ ჯგუფის, რომპეტროლის, ბათუმის ნავთობ ტერმინალის და GK Logistics-ის ერთობლივი ინიციატივით დაფუძნდა“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების განმარტებით, ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების მიზანია ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავება, საქართველოში ეკონომიკური ზრდისა და ჯანსაღი, კონკურენტული ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

შეხვერდაში მონაწილეობდა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძეც. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system