თავში

ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია 14 489 880 ლარი დაჯდა

​ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია
ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას გზის რეაბილიტაცია 14 489 880 ლარი დაჯდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი- ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

ამის შესახებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს. 

აღნიშნული გზით სარგებლობს მთის 18 სოფელი და 22 სოფელს აკავშირებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიექტებთან.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 14 489 880 ლარი შეადგინა. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია „ბლექ სი გრუპმა“ განახორციელა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის განმარტებით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა.

პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყა კიუვეტები და გაბიონები, მდ. ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნების.

სარეაბილიტაციო მონაკვეთი სოფ. ყინწვისის მიდამოებში იწყება და გვერძინეთის გავლით გრძელდება სოფ. ტყემლოვანამდე. აღნიშნული გზა, მდ. ძამას ხეობაში არსებული ეკლესია-მონასტრისათვის ერთადერთი მისასვლელი გზაა. ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, ამ გზით სარგებლობენ ძამას ხეობაში არსებულ სამონასტრო კომპლექსებში მოღვაწე ბერ-მონაზვნები, მომლოცველები და ტურისტები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system