თავში

ყოველდღიურად ექსპორტზე 800 ტონამდე ქართული ატამი გადის

ყოველდღიურად ექსპორტზე 800 ტონამდე ქართული ატამი გადის
ყოველდღიურად ექსპორტზე 800 ტონამდე ქართული ატამი გადის

"დაკრეფილი ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა 22 000 ტონამდეა. დღეში, დაახლოებით, 600-დან 800 ტონამდე ხილი გადის ექსპორტზე," - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა განაცხადა, რომელიც კახეთის რეგიონში, სოფელ ჩუმლაყში არსებულ სამაცივრე მეურნეობაში ატმისა და ვაშლატამას მოსავლის დაბინავების სამუშაო პროცესს გაეცნო.

მისი თქმით წელს საქართველოს ატმის რეკორდული მოსავალი აქვს.

„წელს რეკორდული მოსავალი გვაქვს. წელს მოსავლის დაბინავების პროცესში 21 სამაცივრე მეურნეობაა ჩართული. ყველა მათგანი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამების ფარგლებში, სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. ატმის მოსავლის აღება-დაბინავების სამუშაოებზე, დაახლოებით, 2000-მდე ადამიანია დასაქმებული საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სამინისტროს შესაბამისი სამსახურები აქტიურად მუშაობენ, რომ ფერმერებს მოსავლის აღება-დაბინავების და რეალიზაცის პრობლემა არ შეექმნათ“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა აღნიშნა, წელს, ატმისა და ვაშლატამას მოსავლის რაოდენობა გაცილებით მეტია გასულ წელთან შედარებით. ფერმერები ბაზარზე არსებული ფასით კმაყოფილები არიან.

ცნობისთვის, 14 ივლისის მდგომარეობით, საქართველოდან ექსპორტირებული იყო 6 179 ტონაატამი და ვაშლატამა, რაც 640 ტონით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2019 წელს, ამავე პერიოდში, ექსპორტირებული ატმისა და ვაშლატამას მაჩვენებელმა 5 539ტონა შეადგინა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ქართული ატმისა და ვაშლატამას ძირითადი საექსპორტო ქვეყნებია რუსეთის ფედერაცია (61% - 3 796 ტონა), სომხეთის რესპუბლიკა (30% - 1 857 ტონა) და აზერბაიჯანის რესპუბლიკა (7% - 417 ტონა). ექსპორტი ასევე ხორციელდება ყაზახეთის, სლოვენიის, მოლდოვასა და სინგაპურის რესპუბლიკებში (2% - 109 ტონა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system