თავში

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება

ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება
ყულევში ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ამოქმედდება

კომპანია “ფაზის ოილი“ყულევში მაღალტექნოლოგიური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის რეალიზაციაზე მუშაობს, რომელიც მილიარდ დოლარზე მეტ ინვესტიციის განხორციელებას ითვალისწინებს. როგორც “ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი, გია შავდია აცხადებს, ქარხანა წელიწადში 4.2 მილიონ მეტრიკ ტონა ნედლ ნავთობს გადააუმუშავებს და  ევრო 5 და ევრო 6 სტანდარტის ნავთობ პროდუქტებს აწარმოებს. კომპანიის მენეჯმენტი ირწმუნება, რომ საქართველოში პირველი ევრო სტანდარტის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამუშავება, შიდა ბაზარზე საწვავის ფასი 15-20%-ით გააიაფებს და ეკოლოგიურ გარემოს გააჯანსაღებს. კომპანიას ნედლ ნავთობს მოაწვდის ყაზახეთი ასევე განიხილება სარეზერვო ნავთობის მოწოდების წყაროები, ლიბიიდან და საუდის არაბეთიდან.

“მოლაპარაკების პროცესი მიმდინარეობს პოტენციურ ინვესტორებთან, ასევე მიმდინარეობს პროექტირების ეტაპი, რომელშიც მსოფლიოში ცნობილი რამდენიმე საკონსულტაციო და საპროექტო კომპანიაა ჩართული, მათ შორისაა კომპანია Deloite & Touche. მიმდინარეობს ტექნოლოგიური ლიცენზიების შეძენასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი, მსოფლიოში უდიდეს ნავთობკომპანია Shell Global Solutions-თან, ფრანგულ Axenes-თან და ესპანურ Technicas Reunidas-თან“, – აცხადებს “ფაზის ოილის“ აღმასრულებელი დირექტორი, გია შავდია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system