თავში

ყულევში თევზის ახალი საწარმო გაიხსნება

ყულევში თევზის ახალი საწარმო გაიხსნება
ყულევში თევზის ახალი საწარმო გაიხსნება

სოფელ ყულევში თევზის გადამამუშავებელი საწარმოს ასაშენებლად 8 000 000 ლარის ინვესტიცია განხორციელდება. თანამედროვე სტანდარტების შესაბამის, მაღალტექნოლოგიურ თევზის გადამამუშავებელ საწარმოში 95 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება. ახალი საწარმო წელიწადში სულ მცირე 300 ტონა შავი ზღვის აკვატორიაში ბინადარ თევზ - ქაფშიას გადაამუშავებს და თევზის ფქვილისა და თევზის ზეთის წარმოებას უზრუნველყოფს. წარმოებული პროდუქცია ძირითადად ექსპორტზე იქნება გათვლილი.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „პალიასტომი-2004“-ს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყულევში მდებარე 13, 5 ჰა. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე შენობა-ნაგებობა 1 ლარად გადასცა.

„აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე მხარდაჭერილია 357 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 870 მლნ ლარზე მეტია. აღნიშნული პროექტებით ჯამში 14 000- ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system