თავში

ყველაზე მეტი დოვლათი დამამუშავებელმა მრეწველობამ შექმნა

ყველაზე მეტი დოვლათი დამამუშავებელმა მრეწველობამ შექმნა
ყველაზე მეტი დოვლათი დამამუშავებელმა მრეწველობამ შექმნა

საქსტატმა დღეს 2019 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) დაზუსტებული მონაცემები გამოაქვეყნა. დაზუსტებული მონაცემებით 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ მიმდინარე ფასებში 49 252.7 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 10.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (14.3 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (11.5 პროცენტი). 

შემდგომ პოზიციებს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა (10.1 პროცენტი), მშენებლობა (8.5 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (6.9 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.6 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფა და საკვების მიწოდება (5.2 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.1 პროცენტი).

2019 წელს, 2018 წელთან შედარებით, ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (8.3 პროცენტი), განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (18.5 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და დასვენება (22.1 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.4 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (8.4 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (4.1 პროცენტი). კლება აღინიშნა შემდეგ სექტორებში: საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-7.5 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება (-1.6 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (-12.3 პროცენტი).

რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2019 წელს წინა წელთან შედარებით 5.0 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორის პროცენტული ცვლილება 5.2 პროცენტს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system