თავში

ყველაზე მეტი ლუდი საქართველოდან ისრაელში, რუსეთსა და აზერბაიჯანში დაექსპორტდა

ყველაზე მეტი ლუდი საქართველოდან ისრაელში, რუსეთსა და აზერბ
ყველაზე მეტი ლუდი საქართველოდან ისრაელში, რუსეთსა და აზერბაიჯანში დაექსპორტდა

2021 წლის დასაწყისში ლუდი ყველაზე დიდი მოცულობით ისრაელში, რუსეთში, აზერბაიჯანში, ლატვიასა და სინგაპურში გავიდა ექსპორტზე. 2021 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან 600 ათასი დოლარის ღირებულების ლუდის ექსპორტი განხორციელდა. იანვარში ქვეყნიდან 94 ათასი დოლარის ლუდი გავიდა, თებერვალში - 318 000 დოლარის, ხოლო მარტში 189 ათასი დოლარის (2020 წლის პირველი კვარტალი 692.7 ათასი დოლარი). ამ პერიოდში ექსპორტირებული პროდუქციის მაჩვენებელი გასულ წელთან შედარებით 13.3%-ითაა შემცირებული.

პირველ სამ თვეში აზერბაიჯანში საქართველოდან დაექსპორტდა 68.058 ლიტრი ლუდი ჯამში 62.3 ათასი აშშ დოლარის ღირებულების, რაც 10,558 ლიტრით ანუ 18,3% -ით მეტია, ვიდრე წინა წლის ანალოგიური მაჩვენებელი. გასულ წელს საქართველოდა აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 340 311 ლიტრი ლუდი, საერთო ჯამში 324,08 ათასი აშშ დოლარი, რაც 10 654 ლიტრით ანუ 3% -ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წელს.  2019 წელს კი საქართველოდან მეზობელ აზერბაიჯანში ექსპორტირებულია 389.27 ათასი დოლარის ღიურებულების 350.97 ლიტრი ლუდი.

რაც შეეხება, ლუდის 2020 წლის საექსპორტო მაჩვენებლებს, შარშან ქვეყანამ 5 492.6 ტონა ლუდი დააექსპორტა და ლუდის ექსპორტიდან შემოსავალი 5 მლნ დოლარს გაუტოლდა. წლიურ ჭრილში ექსპორტის ზრდა 45.1% -ია, რადგნან 2019 წელს ქვეყანამ 4 203.3 ტონა ლუდის ექსპორტით 3.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. პანდემიურ წელს საქართველოდან ყველაზე დიდი ოდენობით ლუდი ჩინეთშია გაყიდული.

2020 წლის საექსპორტო ქვეყნების TOP-ათეული კი ასეთია:
1. ჩინეთი - 1.9 მლნ დოლარი, 1 885 ტონა;
2. ისრაელი - 1.0 მლნ დოლარი დოლარი, 865 ტონა;
3. რუსეთი - 767 ათასი დოლარი, 1 086.1 ტონა;
4. მალტა - 344.2 ათასი დოლარი, 263.4 ტონა;
5. აზერბაიჯანი - 324.1 ათასი დოლარი, 340.3 ტონა;
6. სომხეთი - 170.3 ათასი დოლარი, 343.5 ტონა;
7. მოლდოვა - 104.4 ათასი დოლარი, 258 ტონა;
8. ლატვია - 93.9 ათასი დოლარი, 69.9 ტონა;
9. პოლონეთი - 80.6 ათასი დოლარი, 86.4 ტონა;
10. ესტონეთი - 45.9 ათასი დოლარი, 141.5 ტონა.

საქართველოდან შარშან ლუდის მცირე მოცულობები გაიყიდა აშშ-ში, უზბეკეთში, ბელგიაში, ჰონგ-კონგში, ლიეტუვაში, შვედეთში, იაპონიაში, გერმანიაში, ავსტრიასა და სლოვენიაშიც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system