თავში

ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში

ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში
ყველაზე მოთხოვნადი პროფესია საქართველოში

წელს პირველად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის ხანგრძლივობა გაიზარდა და სასურველ პროგრამაზე დარეგისტრირება 10 აგვისტოს ჩათვლით www.vet.emis.ge ვებგვერდზეა შესაძლებელი.

პროფსასწავლებლების ხელმძღვანელების განცხადებით, წელს განსაკუთრებით დიდი მოთხოვნა IT მიმართულებაზეა. ვაკანსიების ჩამონათვალში 80% სწორედ ამ პროფესიაზე მოდის.

პროფესიული სასწავლებლის კურსდამთავრებულთა დასაქმების სტატისტიკა 2013 წელს თუ 39% იყო, 2020 წლის მონაცემით ეს მაჩვენებელია 62% - ია. აქ შედის შედის თვითდასაქმებულებიც, რომლებიც საკუთარ მცირე ბიზნესს აწარმოებენ.

ქვეყნის მასშტაბით, დღეს 56 პროფესიული სასწავლებელი ფუნქციონირებს. აქ მოქმედებს, როგორც გრძელვადიანი სასწავლო პროფესიული პროგრამები, ისე მოკლევადიანი გადამზადების კურსები.

პროფესიული განათლების მიმართულებით 2020 წლის ბიუჯეტის განსაზღვრის პროცესში მხედველობაში იქნა მიღებული 2020 წლისთვის დაგეგმილი ყველა აქტივობისათვის აუცილებელი რესურსი, მათ შორის „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები. 2020 წლის ბიუჯეტი 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაზრდილია და შეადგენს 70.7 მილიონ ლარს. ამის შესახებ აღნიშნულია განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგიის (2017-2021წწ) პროფესიული განათლების 2019 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ დუალური სწავლების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით მიმდინარეობს მუშაობა სასწავლო საწარმოს სტატუსის მოპოვების კრიტერიუმებსა და პროცედურებზე. შესაბამის რეგულაციებზე მუშაობის პროცესი მხარდაჭერილია UNDP-ისა და GIZ-ის მიერ. მარეგულირებელი ნორმების დამსაქმებლებთან და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან შეთანხმების შემდეგ, 2020 წლის პირველ კვარტალში დასრულდება რეგულაციაზე მუშაობა, დაიწყება მისი დამტკიცების პროცედურა და დანეგრვისათვის საჭირო სამუშაოები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system