თავში

ყველაზე მცირე სესხი განათლების სექტორმა მიიღო

ყველაზე მცირე სესხი განათლების სექტორმა მიიღო
ყველაზე მცირე სესხი განათლების სექტორმა მიიღო

ბანკებისთვის განათლების სექტორის დაკრედიტება ნაკლებად საინტერესოა. აღსანიშნავია, რომ ბიზნესში გაცემული სესხებიდან ყველაზე მცირე, 61 მლნ ლარი, განათლებაზე გაიცა. პროფესორი ლია ელიავა ამის ერთ-ერთ მიზეზად საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის განსაზღვრულ სტანდარტს მიიჩნევს და ამბობს, რომ მისი დაკმაყოფილება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ხარისხიც, რომელიც ეპიდემიის პერიოდში საგრძნობლად გაუარესებულია. როგორც ელიავა აღნიშნავს,  განათლების დაბალი დონე სექტორის მდგრადობას დიდ რისკს უქმნის, ხოლო მდგომარეობის გამუჯობესება მხოლოდ სწორი რეფორმით არის შესაძლებელი.

,,ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებების გახსნა შედარებით შეზღუდულია, რადგან განათლების სამინისტროს შედარებით მკაცრი სტანდარტები აქვს დაწესებული ყველა საფეხურის საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის და მათი რაოდებობა იკლებს. ვინც  სტანდარტს ვერ პასუხობს, იხურება. აქედან გამომდინარე, როგორც ჩვეულებრივ, სხვა სექტორებში ახალი ბიზნესი არ იხსნება, ასეა განათლებაც, ამით არის განპირობებული, რომ სესხებზე მოთხოვნაც აღარ არის აქტიური. ეპიდემიამ ბევრი დაბრკოლება შექმნა, რაც განათლებაზეც აისახა, გველის რამდენიმე სერიოზული პრობლემა, მათ შორის ერთ-ერთი განათლების ღირებულებაა, რადგან უმუშევრობის მაჩვენებელი გაიზარდა და ოჯახებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ სტუდენტების სწავლების გადასახადს გაუმკლავდნენ", - ამბობს ელიავა.

მისი თქმით, განათლების დარგში ერთ-ერთი მწვავე პრობლემა სწავლის გადასახადს უკავშირდება, ასევე ყურადღებას იპყრობს ონლაინ სწავლების ხარისხი, რაც როგორმე უნდა გამოსწორდეს.

,,ჩვენმა საზოგადოებამ ვერ გააცნობიერა, რომ ონლაინ განათლება ბევრად უფრო იაფია, ვიდრე სწავლება რეალურ სივრცეში. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ არ არის მოთხოვნა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებმა გადასახადები შეამცირონ, როგორც ეს სხვა ქვეყნებში ხდება. მესამეც, პრობლემაა თვითონ განათლების  ხარისხი, სკოლებში შესაბამისი პირობები არ არის შექმნილი, რომ ელემენტარულად, პატარებმა ონლაინ ისწავლონ გამართული წერა. თვითონ ონლაინ განათლების დონე დაბალია, განსაკუთრებით სკოლებსა და კოლეჯებში, თუმცა ჩვენ არ ვართ გამონაკლისი, ბევრი ქვეყანაა, რომელიც ეპიდემიისას ამ პრობლემას აწყდება. სერიოზული რეფორმა გვჭირდება, რომ ყველა ეს საკითხი სახელმწიფომ წარმატების მოაგვაროს", - აცხადებს ელიავა report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 11 თვეში ბანკების მიერ განათლების სექტორის დაკრედიტების მაჩვენებელმა 61 მლნ ლარი შეადგინა. ჯამში, ქართულმა კომერციულმა ბანკებმა 13.3 მილიარდი ლარის ახალი ბიზნეს სესხები გასცეს, რაც 3 მილიარდი ლარით ნაკლებია, 2019 წელთან შედარებით. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) იანვრის ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ანალიტიკურ ანგარიშში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system