თავში

რა აქცენტები დაისვა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე

რა აქცენტები დაისვა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე
რა აქცენტები დაისვა აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიურ შეხვედრაზე

აზიის განვითარების ბანკის 54-ე წლიური შეხვედრა ვირტუალურ ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება 3-5 მაისს გაგრძელდება. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, პირველი დღის ღონისძიებების ფარგლებში, გაიმართა ADB-ის მმართველთა სემინარი თემაზე – „თანამშრომლობა მდგრადი მომავლისთვის.“

სემინარში აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, მასაცუგუ ასაკავასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო აზიის განვითარების ბანკში საქართველოს მმართველმა და ADB-ის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარემ, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. სემინარის მოდერატორი იყო ჟურნალისტი და წამყვანი ზეინაბ ბადავი.

ADB-ის მმართველთა სემინარში, ასევე, მონაწილეობა მიიღეს იაპონიის ვიცე-პრემიერმა და ფინანსთა მინისტრმა, ფილიპინებისა და ინდოეთის ფინანსთა მინისტრებმა.

სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რამდენიმე მიმართულებაზე, რომლის სწრაფი განვითარებაც, მნიშვნელოვანია პოსტპანდემიურ პერიოდში, ესაა – ციფრული ეკონომიკა, ადამიანური კაპიტალი და საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობა.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system