თავში

რა არის კიბერჰიგიენა და რა დონეზეა ის საქართველოში

რა არის კიბერჰიგიენა და რა დონეზეა ის საქართველოში
რა არის კიბერჰიგიენა და რა დონეზეა ის საქართველოში

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულების მიხედვით საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება ეფექტურად ებრძოლოს ორგანიზებულ დანაშაულს და ტრეფიკინგს, ასევე, გააძლიეროს ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ. 

ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის განმარტებით, ამ ვალდებულების შესრულების მიზნით საქართველოს მთავრობამ რამდენიმე რეფორმა გაატარა, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას ეთმობა.

მათი განმარტებით, პროექტი ხელს უწყობს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებას, რისთვისაც აძლიერებს ისეთი ორგანოების შესაძლებლობებს, რომლებიც ჩართულები არაინ ადამიანების ტრეფიკინგის, კიბერდანაშაულის, ნარკო-დანაშაულის, ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. პროექტი ასევე ეხმარება ევროპოლთან (EUROPOL) და ევროპის პოლიციის კოლეჯთან (CEPOL) კავშირების გაღრმავებაში, რაც ასევე ასოცირების ხელშეკრულებითაა მოთხოვნილი.

საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, პროექტი მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლაზე პასუხისმგენელ შესაბამის დანაყოფებთან. იგი ასევე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და აძლიერებს მათ მდგრადობის უზრუნველსაყოფად.

"ხელი შეუწყოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, გააღრმავოს საერთაშორისო, მათ შორის ტრანსსასაზღვრო, სამართლებრივი თანამშრომლობა რისკის ანალიზისა და ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის საფუძველზე.

მოსალოდნელი შედეგებია:

– ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინსტიტუციონალური გაძლიერება.
– ორგანიზებული (მათ შორის ტრანს-სასაზღვრო) დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში სამართალდამცავი უწყებების შესაძლებლობების განვითარება
– ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობისა და სპეციალური საგამოძიებო ტექნიკების გამოყენების გზით, ადამიანების უფლებების დაცვის გათვალისწინებით.
– შესაბამისი სამართალდამცავი უწყებების ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერება.
– გაუმჯობესებულია ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის (სამართლებრივი) მექანიზმები, განსაკუთრებული აქცენტით გენედერულად სენსიტიურ მიდგომებზე.
– საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობისა და კონტაქტების გაღრმავება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ევროპოლთან და მესამე ქვეყნების შესაბამის უწყებებთან.
– დანაშაულის პრევენციის გაძლიერება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის დანერგვის გზით ადამიანის უფლებების დაცვის კომპონენტის გაძლიერებით.
– ორგანიზებული დანაშაულის პრევენციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ცნობიერების ამაღლება გენდერული მიდგომების გათვალისწინებით.
– შს აკადემიის შესაძლებლობების გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე სამართალდამცავების მომზადების გზით," - განმარტავენ ვროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობაში.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system