თავში

რა აუფასურებს მიწას

რა აუფასურებს მიწას
რა აუფასურებს მიწას

მიწის რეგისტრაციის მიმართ მოსახლეობის ნაკლებ ინტერესს სპეციალისტები მიწის სიიაფით ხსნიან და აცხადებენ, რომ დაბალი ფასის გამო ხალხი რეგისტრაციის მიმართ პასიურია. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიწის რეგისტრაცია უფასოა, გამარტივებული და შესაძლებელია ამ შეღავათით ისარგებლონ, როგორც ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელი, მათე გარდავა ამბობს, ინტერესი მაინც არ არის. მიზეზი კი, როგორც გარდავა აღნიშნავს, მიწების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებობაა, რაც მიწის ღირებულებაზეც  ნეგატიურად აისახება.

,,მიწების რეგისტრაცია ძალიან კარგი პროგრამაა შინაარსობრივად, მაგრამ მან მაინც ვერ მოახდინა პროგრესი, შედეგი აშკარად არადამაკმაყოფილებელია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მთავრობა ერთსა და იმავე წრეზე ტრიალებს. ვხედავთ, რომ მიწის რეაგისტრაციის საკითხთან დაკავშირებით, მნიშვნელოვნად არაფერი იცვლება. დღესდღეობით სახელმწიფოს საკუთრებაშია სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილი,მათი რაოდენობა კი, ვისაც მიწა მფლობელობაში აქვს და ამუშავებს, არც ისე დიდი. საბოლოო ჯამში, რეგისტრაციის პროცესი მაინც ვერ გააქტიურდა. ამის სავარაუდო მიზეზია, რომ  მიწები არის გაუფასურებული, რადგან თვითონ სახელმწიფო არის მათი ძირითადი მფლობელი, ასე არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში არ არის. მნიშვნელოვანია, რომ მიწა კერძო საკუთრებაში  მოექცეს, სანამ ეს მდგომარეობა არ შეიცვლება, ფასი დარჩება დაბალი და არც სტიმული ექნებათ, რომ დაირეგისტრირონ. ცხადია, არსებული ფასი სახელმწიფოს პოლიტიკით არის განპირობებული", - ამბობს მათე გარდავა  და დასძენს, რომ სამომავლოდ, თუკი კერძო საკუთრებაში გადავლენ მიწები მასიურად, ფასიც აიწევს, როგორც ურბანულ მიწებთან დაკავშირებით მოხდა. სხვა შემთხვევაში, როგორც იგი აღნიშნავს, მიწის რეგისტრაცია რთული არ არის, მაგრამ ის მოსახლეობას მაინც ვერ წაახალისებს. 

,,სახელმწიფო პოლიტიკა უნდა შეიცვალოს. ყველა ვარიანტში განმსაზღვრელია ფასი, ფაქტია, რომ ხალხი არ იწუხებს თავს, მოლოდინი არ  არის , პერმანენტულად ერთი და იგივე გრძელდება, სახელმწიფო მიწების მთავარი მესაკუთრე და განმკარგავია, სანამ პრივატიზაციის პროცესი არ დასრულდება, მიწის რეგისტრაციის მხრივ დაბრკოლება ყოველთვის იქნება", - ამბობს მათე გარდავა. 

რაც შეეხება ფასს, გარდავას ინფორმაციით, საშუალოდ რეგიონებში 1 ჰა მიწის ნაკვეთის ღირებულება 400-500 დოლარია და გარდა დედაქალაქის შემოგარენში მდებარე ან ტურისტულ რეგიონებში არსებული მიწებისა, მიწის ღირებულება გაუფასურებულია. 

ცნობისთვის, 2021 წლის 18 იანვრიდან მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება.

პროექტის ფარგლებში უფასოა ყველა სახის სარეგისტრაციო მომსახურება: უფლების დამადასტურებელი დოკუმენტების მოძიება და სისტემატიზება;საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის მომზადება;საკადასტრო მონაცემების ცვლილება;საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთის რეგისტრაცია;საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება;ნოტარიუსის მიერ მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, დავების გადაწყვეტა (მედიაცია);თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system