თავში

რა აზღვევს ეკონომიკას

რა აზღვევს ეკონომიკას
რა აზღვევს ეკონომიკას

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის, განმარტებით,სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებას პირველ კვარტალში არაფერი ემუქრება, მაგრამ აპრილიდან პრობლემებია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ამ წუთშიც კარგად მივდივართ. როცა 2019 წლის წინასწარი მონაცემები ვნახეთ, 550 მილიონი ლარით მეტი გვქონდა მიღებული ნაერთ ბიუჯეტში გადასახადების ნაწილში. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ კვარტალს გეგმის მიხედვით დავასრულებთ, მაგრამ პრობლემები გამოჩნდება აპრილში. შემდეგი კვარტალი აშკარად პრობლემური იქნება და ბიუჯეტის შესრულების კუთხით პრობლემები შეგვექმნება“, – აცხადებს კოვზანაძე.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე წელს ეკონომიკის ვარდნას ელოდება, თუმცა დარწმუნებულია, რომ პოსტკრიზისულ პერიოდში ეკონომიკის ზრდა სწრაფად აღდგება. მისი პროგნოზით ამის საშუალებას ეკონომიკას განხორციელებული ფუნდამენტური ფინანსური რეფორმები მისცემს.

"საქართველოს მონეტარული ხელისუფლება, როგორც ცენტრალური ბანკი და ფისკალურ ნაწილში ფინანსთა სამინისტროც მზად არიან, რომ ამ გამოწვევას და ეკონომიკურ კრიზისს გაუმკლავდნენ. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციონალური რეფორმებია ჩატარებული ქვეყანაში. დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ როცა ეს კრიზისი გადაივლის და იმედია, რაც შეიძლება, სწრაფად დამთავრდება, ჩვენ ეკონომიკის ზრდასაც სწრაფად აღვადგენთ. თუმცა, წინ პრობლემები გვაქვს“, – აღნიშნა კოვზანაძემ.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის შეფასებით, ქვეყანაში სწორი ფულად-საკრედიტო პოლიტიკა,ზომიერად მკაცრი ზედამხედველობა და ქმედითი დეპოზიტების დაზღვევა მოქმედებს, რაც, მისივე შეფასებით, ქვეყნის ეკონოკის საუკეთესო მზღვეველია. კოვზანაძე ამბობს, რომ ესაა გარანტი ეკონომიკური ზრდის აღდგენისა პოსტკრიზისის დროს. 

ირაკლი კოვზანაძის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ორი მილიარდი ლარის დეპოზიტებია დაზღვეული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system