თავში

რა დარღვევებია სახელმწიფო ტენდერებში

რა დარღვევებია სახელმწიფო ტენდერებში
რა დარღვევებია სახელმწიფო ტენდერებში

სახელმწიფო შესყიდვები ეკონომიკის ხერხემლად ითვლება. ტენდერი აუქციონისგან განსხვავებით ფასის კლებას ისახავს მიზნად. აუქციონის მიზანი კი, პირიქით, ფასის მაქსიმალური გაზრდაა. ტენდერი, როგორც წესი, ბიუჯეტის რაციონალურ ეკონომიურ ხარჯვას უზრუნველყოფს. ტენდერში ფასის კლება ხარისხის ხარჯზე არ უნდა მოხდეს, ამას კანონი არეგულირებს.  სახელმწიფოს ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი, როგორც წესი, ტენდერებს, სახელმწიფო შესყიდვებს, ხმარდება. ფინანსისტების აზრით, ტენდერებში გამჭვირვალობა არ არის და ბევრი კითხვის ნიშნები იკვეთება.

ფინანსისტი სერგო ჯავახაძე ამბობს, რომ წლებია საქართველოში დამკვიდრდა მანკიერი პრაქტიკა, ტენდერების მორგება კონკრეტულ კომპანიებზე. ტენდერს, როგორც წესი, წერს შემსყიდველი ორგანიზაცია. ის წერს რისი შესყიდვა უნდა რა პირობით და ფასით. სწორედ ის წინასწარ ადგენს ისეთ, პირობას, რომელიც ერთი წინასწარ შერჩეული კომპანიისთვისაა მისაღები და მხოლოდ ის აკმაყოფილებს. სერგო ჯავახაძე მაგალითისთვის შიფრავს თბილის მერიის მიერ სოციალურად დაუცველთა კვების ტენდერებს. 

"ამ შემთხვევაში ტენდერში მითითებულია ლოკაციები, სადაც უნდა ჰქონდეს პრეტენდენტს ნაქირავები, ან საკუთრებაში ფართი, იმისდა მიხედვით, თუ რამდენი სოციალურად დაუცველებია ამა თუ იმ უბანზე. პირობა ისაა, რომ ფართში უბანზე აღრიცხული სოციალურად დაუცველთა 3%-მა უნდა შეძლონ ერთდროულად შესვლა ობიექტზე და კვების მიღება. 1.30 ლარია ერთი ადამიანის კვების ფასი. ტენდერში მონაწილეობისთვის ბიზნესს, წესით უნდა მოეთხოვებოდეს მხოლოდ საბანკო გარანტია და 50-ლარიანი სატენდერო ბილეთი. აქ კი,  თბილისის მერია დამატებით ითხოვს რეესტრში გატარებულ 20 ლოკაციის ქირავნობის დამადასტურებელ დოკუმენტს. ანუ გამოდის, რომ მცირე და საშუალო ბიზნესმა წინასწარ უნდა იქირაოს ეს ფართები, წინასწარ უნდა გაარემონტოს და აღჭურვოს მატერიალური ბაზით. რომ წააგოს ტენდერი, ეს ხარჯი ხარჯად დარჩება და ბიზნესს გაანადგურებს. ეს არაა სწორი. ამას არავინ გარისკავს. სწორედ ესაა ტენდერის მორგება ამ სფეროში უკვე მომუშავე კომპანიებზე. ამიტომაა, რომ ერთი და იგივე კომპანიებია ერთი და იგივე ფასით ტენდერებში ხშირად," - ამბობს ჯავახაძე.

სპეციალისტების განმარტებით, სახელმწიფო შესყიდვების ბაზარი - საქონლის, მომსახურების და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის მიზნით განხორციელებული საჯარო შესყიდვების საერთო მოცულობა 3 დან 5 მლრდ ლარია, რაც ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10% ს აღემატება, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 60%-მდეა. ფინანსისტები პრობლემადც მიიჩნევენ იმას, რომ წლებია, არსებითად არ გაზრდილა შემსყიდველი ორგანიზაციების რიცხვი, რომელიც 3000 შეადგენდა შესყიდვების კანონმდებლობის ამოქმედებისას, 2000 წელს და სადღეისოდ დაახლოებით 4500-ია. ამავე პერიოდში 5000 მიმწოდებლიდან მათი რაოდენობა ბუნებრივად გაიზარდა დაახლოებით 4100 მდე ბიუჯეტის ზრდასთან ერთად. ტენდერების რიცხვი 30 000 ფარგლებშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system