თავში

რა დაუჯდა გასულ წელს მსოფლიოს კლიმატური კატასტროფები?

რა დაუჯდა გასულ წელს მსოფლიოს კლიმატური კატასტროფები?
რა დაუჯდა გასულ წელს მსოფლიოს კლიმატური კატასტროფები?

ახალი კვლევის თანახმად, 2021 წლის 10 ყველაზე დამანგრეველი კლიმატური კატასტროფა  170 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით მძიმე ტროპიკული ქარიშხალი "იდა" გახდა,  რომელიც გასული წლის აგვისტოში დაატყდა თავს აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილს, მან 95 ადამიანი იმსხვერპლა, ქვეყნის ეკონომიკას კი 65 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.

ამ მოვლენამდე ერთი თვით ადრე კი ევროპაში წყალდიდობამ 240 ადამიანის სიკვდილი და 43 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზარალი გამოიწვია.

ჩინეთის პროვინცია ჰენანის წყალდიდობას 300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და 17 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system