თავში

რა დიაპაზონში მერყეობდა ლარის კურსი ივნისში

რა დიაპაზონში მერყეობდა ლარის კურსი ივნისში
რა დიაპაზონში მერყეობდა ლარის კურსი ივნისში

ივნისის საანგარიშო პერიოდში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3.1761-დან 3.0552-მდე (3.8 პროცენტით), ხოლო ევროს მიმართ 3.5366-დან 3.4466-მდე (2.5 პროცენტით) გამყარდა.

ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის(სებ-ის) ივნისი თვის მიმოხილვაში.

სებ-ის მონაცემებით, ივნისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.1761, ხოლო მინიმალურმა 2.9562 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა 4.4 პროცენტი, ხოლო მინიმალური -2.8 პროცენტი დაფიქსირდა. 

საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი გაუფასურდა ევროს მიმართ 1.3 პროცენტით, სომხური დრამის მიმართ 0.5 პროცენტით, აზერბაიჯანული მანათის მიმართ 0.3 პროცენტით, რუსული რუბლის მიმართ კი - 0.9 პროცენტით, ხოლო გამყარდა თურქული ლირის მიმართ - 0.4 პროცენტით.

სებ-ის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 1.4 პროცენტით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 3.0 პროცენტით გამყარდა. წლიურად ლარის რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2.1 პროცენტით გამყარდა, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი 4.3 პროცენტით გაუფასურდა.

სავაჭრო პარტნიორთაგან ივნის­ში წლიური ინფლაცია საქართველოში დაფიქსირებულ 6.1 პროცენტზე მაღალი იყო თურქეთში - 12.6 პროცენტი, ხოლო დაბალი იყო ბელორუსში - 5.2 პროცენტი, აზერბაიჯანში - 3.0 პროცენტი, უკრაინაში - 2.4 პროცენტი, აშშ-ში - 0.6 პროცენტი, რუსეთში - 3.2 პროცენტი, ევროზონაში - 0.3 პროცენტი და სომხეთში - 1.7 პროცენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system