თავში

რა დონეზეა რეალურად ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში

რა დონეზეა რეალურად ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში
რა დონეზეა რეალურად ჩრდილოვანი ეკონომიკა საქართველოში

საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბი 25%-ს არ აღეამატება - ასე ფიქრობს სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომლის შეფასებითაც, გვიანდელი საბჭოთა პერიოდის შემდეგ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი მცირდება.

სტატისტიკოსის გაანგარიშება ემყარება ეკონომიკის ფაქტობრივ მდგომარეობას დასაქმებისა განაწილებისა და სხვადასხვა დარგში შექმნილი დამატებითი ღირებულების გათვალისწინებით. 

,,ჩრდილოვანი ეკონომიკა კორელაციაშია ეკონომიკურ ლიბერალიზაციასა და საგადასახადო კულტურის მდგომარეობასთან. თუკი არაფორმალურ საქმიანობებს მივიღებთ, მისი მოცულობა იქნება დიდი, მათ შორის გლეხურ მეურნეობაში შექმნილი დოვლათი, რომელიც არ იბეგრება. ამ კატეგორიაზე დასაქმებულთა 1/5 მოდის. აგრარული სექტორის გათვალისწინებით ჩრდილოვანი ეკონომიკა 25%-ს არ უნდა აჭარბებდეს, ამის გარეშე კი 15%-ის ფარგლებში უნდა ვივარაუდოთ. გლეხი რომ საკუთარ ეზოში მოიყვანს სიმინდს და თვითონ მოიხმარს ან გაყიდის და გადასახადს არ გადაიხდის, ეს არაფორმალური ეკონომიკაა, რასაც ემატება არაფორმალური წარმოება, მომსახურების სფეროში, ტურიზმი, ბინების გაქირავება, ტაქსის მომსახურება და სხვა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი წილი 25%-ს არ აღემატება. ეს უფრო მიახლოებითი და პირობითი შეფასებაა", - ამბობს არჩვაძე და დასძენს, რომ საქართველოში ჩრდილოვანი ეკონომიკა ძალიან მაღალი იყო 90-იან წლებში, მაგრამ შემდეგში მან კლება დაიწყო, რაზეც ადმინისტრირების გაუმჯობესებაც მეტყველებს.

,,მსოფლიოში არც ერთი ქვეყანა არ არის, რომელსაც ჩრდილოვანი ეკონომიკა არ აქვს. აშშ-შიც კი მას სხვადასხვა მეთოდოლოგიის მიხედვით ითვლიან და 3-დან 8%-მდეა. წარმოიდგინეთ აშშ-ში თუ ეს ვითარება გვაქვს, სხვა ქვეყნებში რა იქნება?! მსოფლიო ბანკის კვლევის პარალელურად მე წარმოვადგინე შედარება ბიზნესის წამოწყების სიმარტივის და სხვა პრიორიტეტების გათვალისწინებით. ჩემი აზრით, საქართველოში შეუძლებელია ჩრდილოვანი ეკონომიკა თითქმის 65% -ის დონეზე იყოს. ქვეყანაში არსებობს მაღალი კორელაცია ბიზნესის წარმოების, გადასახადების გადახდისა და ტრანსფარენტულობის მაჩვენებელსა და ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს შორის. რაც უფრო ცუდადა საგადასახადო კულტურა, იქ უფრო მეტია ჩრდილოვანი ეკონომიკა, ამიტომ ვერ მოდის შესაბამისობაში ეს მონაცემი და მათ გამოყენებას მოვერიდებოდი", - ამბობს სოსო არჩვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system