თავში

რა დრო სჭირდება მეღვინეობას ეპიდემიამდელი მონაცემების აღსადგენად

რა დრო სჭირდება მეღვინეობას ეპიდემიამდელი მონაცემების აღსადგენად
რა დრო სჭირდება მეღვინეობას ეპიდემიამდელი მონაცემების აღსადგენად

მეღვინეები სექტორში არსებულ მდგომარეობას არაერთგვ აროვნად აფასებენ. ნაწილი, განსაკუთრებით, მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები, ფიქრობენ, რომ ექსპორტი თანდათან იკრებს ძალებს და მდგომარეობა მეტნაკლებად სტაბილურია. კომპანია ,,შუხმან ვაინი" აღმასრულებელი დრირექტორი ნუცა აბრამიშვილი ვარაუდობს, რომ დაახლოებით 2-დან 4 წელიწადში ბიზნესი შეძლებს დაკარგული პოზიციების აღდგენას.

,,2020 წელი ღვინის ექსპორტისთვის კრიზისული არ იყო, რადგან პანდემიის მიუხედავად, ექსპორტი არ გაჩერებულა. ქვეყნის პრიორიტეტის თანახმად, მაქსიმალურად შეეწყო ხელი, რათა წარმოების და ექსპორტის შესაძლებლობა გვქონოდა. შესაბამისად, ღვინის სექტორი არ გაჩერდა, შენელებული ტემპით, მაგრამ გადაზიდვები მაინც მოვახერხეთ. ვაგრძელებთ კორონავირუსთან თანაცხოვრებას, რაშიც იმუნიზაციის პროცესი გვეხმარება. ვფიქრობ, წელს გვექნება ცოტა უკეთესი მდგომარეობა. პოზიტიური მოლოდინი გვაქვს. ღვინის მოხმარებაც გაგრძელდება, როგორც სხვა წლებში. 2019 წლის მაჩვენებლს რომ დავუბრუნდეთ, გვჭირდება, სულ მცირე, 2-დან 4 წლამდე, რომელიც დაკავშირებულია ეპიდემიური ვითარების გამოსწორებასთან", - ამბობს აბრამიშვილი report.ge-თან.

თუმცა, მდგომარეობა მძიმეა მცირე და საშუალო საწარმოებისთის. როგორც კომპანია ,,უსახელოურის" დამფუძნებელი, ბიოღვინოს მწარმოებელი თამაზ ომანაძე ამბობს, რეალურად ძალიან რთული სიტუაციაა, ვერ ახდენენ მარკეტინგს, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ მიიღწევა. 

,,მეღვინეობაში პრობლემა დიდწილად დაუძლეველია. თუკი ექსპორტი მატულობს, ეს ხდება დიდი კომპანიების ხარჯზე. მცირე კომპანიები, მათ შორის, უნიკალური ღვინის მწარმოებლებს, სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენი ძალებით ვცდილობთ და პრემიუმ კლასის ღვინოებს ვაგზავნი დიდ ბრიტანეთში. წინა წელი რეალურად ვერაფერი გავაკეთეთ. მარკეტინგის მიმართულებით გვინდა მხარდაჭერა. ჩვენ უნდა მოგვცენ საშუალება, რომ საერთაშორისო დონეზე, ცნობილ სომალიელებთან გვქონდეს უშუალო კონტაქტი, ჩვენით ვეძებთ წყაროებს, ვეხვეწებით და ასე როგორ შეიძლება განვვითარდეთ, რომ წარმოებამ შედეგი იგრძნოს. სრული ქაოსია, მათ შორის ბიოღვინოს ფასტან დაკავშირებითაც. ზოგს უკვირს, 40 დოლარი რატომ ღირს საექსპორტო, ბიოსერტიფიცირებული ,,ცოლიკაური", როცა იტალიური ღვინის ფასი 800 დოლარს აღემატება. მეტი ხელშეწყობა გვინდა სახელმწიფოსგან, რომ მარკეტინგის გაკეთებაში დაგვეხმარონ", - ამბობს report.ge-თან ომანაძე.

ცნობისთვის, მიმდინარე წლის ოთხი თვის მონაცემებით, საქართველოდან ღვინის ექსპორტი 15%-ით, ხოლო ექსპორტით მიღებული შემოსავალი 7%-ით გაიზარდა. ამის შესახებ report.ge-ს ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

საქართველოდან მსოფლიოს 55 ქვეყანაში 28,3 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, ხოლო ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია.

განვლილ 4 თვეში საქართველოდან ექსპორტირებულია 10,2 მლნ ბოთლი ბრენდი და 195 ათასი ბოთლი ჭაჭა. ჯამში, საქართველოდან ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 106,3 მლნ აშშ დოლარის შემოსავალი, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system