თავში

რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტი?

რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტი?
რა ეღირება საზოგადოებრივი ტრანსპორტის აბონემენტი?

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში აბონემენტების სისტემა ამოქმედდება. Report.ge-ის ცნობით, ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დედაქალაქში იმოქმედებს 90-წუთიანი, 1-დღიანი, 1-კვირიანი, 1-თვიანი, 3-თვიანი, 6-თვიანი და 1-წლიანი აბონემენტები. 

90-წუთიანი აბონემენტი 1 ლარი ეღირება.

1-დღიანი - 3 ლარი;

ულიმიტო 1-კვირიანი - 20 ლარი; 

ულიმიტო 1-თვიანი - 40 ლარი;

ულიმიტო 3-თვიანი - 100 ლარი;

ულიმიტო 6-თვიანი  - 150 ლარი; 

ულიმიტო 1-წლიანი - 250 ლარი ეღირება.

კახა კალაძის განცხადებით, ბარათების გაყიდვა 5 იანვრიდან დაიწყება და მისი შეძენა „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალებში და მეტროს სალაროებში იქნება შესაძლებელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system