თავში

რა ეკონომიკური იმპულსები შეინიშნება მიმდინარე კვირას

რა ეკონომიკური იმპულსები შეინიშნება მიმდინარე კვირას
რა ეკონომიკური იმპულსები შეინიშნება მიმდინარე კვირას

"თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, თბილისში რეგისტრირებული ბინის ყიდვის ტრანზაქციები ზრდის დადებით მაჩვენებელს უახლოვდება და ამჟამად -6%-ს შეადგენს.

"29 ივლისს დამთავრებულ შვიდ დღეში, გაცემული იპოთეკური სესხების წლიურმა ცვლილებამ 7% შეადგინა. 6 ივლისიდან დღემდე გაცემული იპოთეკური სესხების 30% სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციარია," - აღნიშნულია მიმოხილვაში

დოკუმენტის თანახმადვე, დატვირთულობა უფრო დაბალია მცირე და საშუალო სასტუმროებში, სადაც კახეთი ლიდერობს 22%-ით.

მიმდინარე ჯავშნებით ივლისში 4% დატვირთულობა ფიქსირდება თბილისში, 15% ბათუმში, 37% კახეთში და 19% სხვა რეგიონებში (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით).

რაც შეეხება სარესტორნე ინდუსტრიას, "თიბისი კაპიტალის" ცნობით, გაუმჯობესება შეინიშნება რესტორნებში უნაღდო ხარჯვაში.

"რესტორნებში უნაღდო ხარჯვის ცვლილება ივლისის მეოთხე კვირაში წ/წ -23%-ს შეადგენს," - აღნიშნულია მიმოხილვაში, სადაც ფულად გზავნილებზეცაა საუბარი. კერძოდ, საგარეო გადარიცხვების ზრდა თიბისი ბანკის არხების მეშვეობით დადებით მაჩვენებელზეა და 20-26 ივლისის კვირაში წ/წ 18%-ს შეადგენს.

დოკუმენტის თანახმად, GOOGLE-ის მობილობის ინდექსი სამუშაო ადგილის და სამგზავრო სადგურების გარდა მეტწილად აღდგენილია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system