თავში

რა ეკონომიკური პროგნოზი აქვს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთვის

რა ეკონომიკური პროგნოზი აქვს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთვის
რა ეკონომიკური პროგნოზი აქვს აზიის განვითარების ბანკს საქართველოსთვის

აზიის განვითარების ბანკი (ADB) საქართველოს 2020 წელს ეკონომიკურ შენელებას უწინასწარმეტყველებს.

ბანკის პროგნობით, საქართველოს ეკონომიკა წელს „კოვიდ-19“-ის პანდემიითა და ნავთობზე შემცირებული ფასების გამო შენელდება, თუმცა ეკონომიკურ გაჯანსაღებას საქართველო 2021 წელს გაზრდილი შიდა მოთხოვნითა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით, ასევე უცხოური ფულადი გზავნილების გაზრდით შეძლებს.

როგორც აზიის განვითარების ბანკის (ADB) ანგარიშშია აღნიშნული საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდა 2020 წელს 0%-მდე დაეცემა „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და ნავთობზე ფასების ვარდნის, შემცირებული მოხმარების, ტურიზმისა და ვაჭრობის პასუხად. თუმცა, საქართველოს ეკონომიკის ჩვეულ დინამიკაში დაბრუნება 2021 წელს 4.5%-იანი ზრდითაა მოსალოდნელი.

 ADB-ის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორის, შეინ როზენტალის, პროგნოზით , „ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარების მეტი მხარდაჭერა და ინვესტირება თანამედროვე ტექნოლოგიებში, მეცნიერებასა და ციფრულ განათლებაში“.

ამავე პროგნოზით, ვაჭრობაში სარგებლიანობისა და მთავრობის მიერ უმაღლეს განათლებაში გაზრდილი ხარჯვის შედეგად 2020 წელს სერვისები 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს ტურიზმის გამოცოცხლებასთან ერთად 6.3%-მდე გაიზრდება. 

დოკუმენტში 2020 წელს ნავარაუდევია მრეწველობის 3.1%-იან ნიშნულზე შეჩერება, მშენებლობისა და წარმოების ტემპის კლების ფონზე, თუმცა 2021 წელს 2.1%-ით ზრდაა ნავარაუდევი მაღალი შედეგებით სამთო-მოპოვებით სექტორში. 

ბანკი 2020 წელს ინფლაციის 4,5%-მდე, 2021 წელს კი 3,0%-მდე შემცირებას ვარაუდობს.

აქვეა განმარტებული, რომ მიმდინარე ანგარიშების დეფიციტი 2020 წელს კიდევ უფრო შემცირდება და მშპ-ის 4.4.%-ს შეადგენს, ხოლო 2021 წელს 4.2%-ს, რადგან იმპორტის უწყვეტი კლება და ნავთობზე ფასების ვარდნა სავაჭრო დეფიციტის შემცირებას გამოიწვევს.

აზიის განვითარების ბანკის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ ექსპორტის ზრდა 2020 წელს 3.6%, ხოლო 2021 წელს 11.9%-ითაა ნავარაუდევი, ხოლო მოკრძალებული შიდა ექსპანსია და შედარებით მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია იმპორტს 2020 წელს 1.1%-ით, ხოლო 2021 წელს 7.0%-ით გაზრდის.

ცნობისთვის, ADB საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.5 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში ADB-ის განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და მდგრადი ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების გაუმჯობესება.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი“, – აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system