თავში

რა ელის ექსპორტს კორონავირუსის გამო

რა ელის ექსპორტს კორონავირუსის გამო
რა ელის ექსპორტს კორონავირუსის გამო

კორონავირუსმა გლობალური ბაზრების კონიუნქტურა რადიკალურად შეცვალა, რაც ბიზნესს საქონლის მიწოდების მხრივ პრობლემას შეუქმნის. 

ამის შესახებ report.ge-ს საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან სილაგავამ განუცხადა. მისი თქმით, ყველაზე მეტად ბიზნესს სწორედ ექსპორტზე ორიენტირი უჭირს, რადგან კორონავირუსმა მთლიანად გაადააწყო ბაზრები, რის გამოც უცნობია,რა მოთხოვნის დაკმაყოფილება მოუწევთ ექსპორტიორებს პროდუქციის სარეალიზაციოდ.

,,მთელ მსოფლიოში კრიზისია და შეზღუდულია ფინანსური რესურსი არა მარტო კომპანიების, არამედ იმ მომხმარებლების, რომლებმაც ჩვენ პროდუქცია უნდა შეიძინონ. შესაბამისად, პრობლემაა, რამდენად იქნება მოთხოვნა იმ საქონელზე, რომელიც ჩვენ უნდა ვაწარმოოთ და გავიტანოთ უცხოურ ბაზრებზე. მთელი მსოფლიო გაჩერებულია და სტრატეგიის სწორად განსაზღვრა ძნელია. ამიტომ მნიშვნელოვანია, თვითონ კომპანიებს გარკვეული რესურსი მიეცეთ, რომ წარმოების შეჩერების საფრთხე არ შეექმნათ. გაჩერებული საწარმოს ხელახალი ფუნქციონირება საკმაოდ პრობლემური გახდება. დიდი დახმარება იქნება ის, რომ კომპანიებს არ მოეთხოვოთ დღგ-ს წინსწრებით დაფარვა,რომ საბრუნავი საშუალება ჰქონდეთ. ეს მნიშვნელოვანია, რათა ლიკვიდობის პრობლემა არ შეიქმნას, რის საფრთხეც დღეს არის“, - აცხადებს ლევან სილაგავა.

მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ბიზნესს ეპიდემიამდელ სიტუაციასთან დასაბრუნებლად, სულ მცირე, 2 წელიწადი დასჭირდება. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი ათვლის წერტილს სექტორი ვირუსის დასრულებიდან აიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system