თავში

რა ეტაპზეა მეაბრეშუმეობა საქართველოში - PHOTO

რა ეტაპზეა მეაბრეშუმეობა საქართველოში
რა ეტაპზეა მეაბრეშუმეობა საქართველოში - PHOTO

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი აქტიურად აგრძელებს თუთის აბრეშუმხვევიას გენოფონდს დაცვა-გაძლიერებას. მეაბრეშუმეობის სადგურში თანამდროვე და უცხოურ ჯიშებთან ერთად ხალხური სელექციით გამოყვანილი მე-19 საუკუნის ჯიშებია დაცული. თუთის აბრეშუმხვევიას აღნიშნული გენოფონდი ერთადერთია საქართველოში და მისი შენარჩუნება უაღრესად მნიშვნელოვანია მეაბრეშუმეობის აღორძინებისა და შემდგომი განვითარების საქმეში.

ამის შესახებ REPORT.GE-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

"მეაბრეშუმეობა აგრარული სფეროს ერთ-ერთი წამყვანი დარგია, რომლის აღორძინების მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი პერიოდულად, საჩუქრად გადასცემს გრენას და აბრეშუმის ჭიას ახმეტის რაიონის მოსახლეობას, სადაც მეაბრეშუმეობა აქტიურად იყო განვითარებული," - აცხადებენ სამინისტროში.

სპეციალისტების შეფასებით, ქართული აბრეშუმი ყოველთვის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა. 

"დღესაც არსებობს ისეთი ჯიშები, რომელთა ბიოტექნოლოგიური მაჩვენებლები მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით გაცილებით მაღალია, ისინი ხასიათდება პარკის ძაფის მაქსიმალური სიგრძითა და სიწმინდით. ამ თვისებებით განსაკუთრებით გამოირჩევა მზიურების ჯგუფის ჯიშები, რომელთა ძაფისგან დამზადებულმა ქსოვილმა 1988 წელს მადრიდში ევროპის ხარისხის კომისიის მიერ უმაღლესი ჯილდო „პლატინის ვარსკვლავი“ მოიპოვა," - განმარტავს სოფლის მეურნეობუის სამინისტრო.

შეგახსენებთ, 2018 წელს, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და აბრეშუმის მუზეუმის ფონდის წარმომადგენლების ძალისხმევის შედეგად, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, ქართულ აბრეშუმს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system