თავში

რა ფასად უნდა შეძლონ გლეხებმა მეიჯარეებისგან მიწის გამოსყიდვა

რა ფასად უნდა შეძლონ გლეხებმა მეიჯარეებისგან მიწის გამოსყიდვა
რა ფასად უნდა შეძლონ გლეხებმა მეიჯარეებისგან მიწის გამოსყიდვა

სოფლის მეურნეობის სპეციალისტები მთავრობის გადაწყვეტილებას, რომ მეიჯარეებისგან მიწის გამოსყიდვა შეზღუდვა გაუქმდეს, დადებითად აფასებენ. თუმცა გარკვეული შენიშვნა აქვთ ფასებთან დაკავშირებით. ნაწილი ფიქრობს, რომ ფასი უნდა იყოს არა საბაზრო ღირებულების მიხედვით, არამედ იმდენი,  რაც აქამდე ჰონდა მთავრობას განსაზღვრული - 300-დან 1000 ლარამდე. ზოგი ექსპერტი არც ამ მოსაზრებას ეთანხმება და ფიქრობს, რომ მიწა გლეხებს უფასოდ უნდა გადაეცეთ.

აგრარული სფეროს სპეციალისტი, მეცნიერი ანზორ მესხიშვილი ფიქრობს, რომ საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილება დადებითია, რაც აგრარული სექტორის მომგებიანობაზე კარგად იმოქმედებს.

,,როდესაც მიწები იჯარით არის აღებული, უნდა გადაიხადო როგორც მისი, ასევე საიჯარო პირის გადასახადი, ორმაგი გადასახადია. ამასთან, როცა მიწა იჯარით არის აღებული, მიდგომა ცოტა ზერელეა, თუნდაც ნიადაგის განაყოფიერების თვალსაზრისით, ფერმერი ნაკლებ მზრუნველობას იჩენს მიწის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით. ცხადია, საკუთრებაში არსებულ მიწას გლეხი განსაკუთრებით უფრთხილდება. ყოველთვის ეცდება, რომ ნორმალურად გამოიყენოს, ძლიერი ექსპლუატაცია არ გაუწიოს და სხვა, ეს დამოკიდებულებები შეიმჩნევა. 1997 წელს, სამოქალაქო კოდექსი რომ მიიღეს, მიწების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით კანონი გაუქმდა. რაც იჯარით იყო გაცემული, მათი გამოსყიდვა შეიძლებოდა გარკვეულ პერიოდში, ბევრმა გამოისყიდა, ბევრმა - ვეღარ. ახლა, ვისაც მიწა იჯარით აქვს აღებული, გამოსყიდვის უფლებას მისცემენ. თუმცა ნეგატიურია ის ფაქტორი, რომ გამოსყიდვა მოხდება საბაზრო ფასით, როგორც ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რაც ეს არ არის სწორი", - აცხადებს მესხიშვილი.

მისი თქმით,  მთავრობამ დაადგინა სასოფლო-სამეურნეო მიწის გასაყიდი ფასი და ამის მიხედვით უნდა მეიჯარეებისგან მიწების გამოსყიდვა. 

,,რაც ძვირად გაიყიდება მიწა, იქიდან მიღებული აგრარული პროდუქტი ეღირება ძვირი, ამიტომ მიწა სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასით უნდა გაიყიდოს. არაუმეტეს 1000 ლარისა და არაუმცირეს, 300 ლარისა, რათა ხალხი დაინტერესდეს, იყიდოს და პროდუქტი არ გაძვირდეს", - აცხადებს report.ge-თან ანზორ მესხიშვილი.

ეკონომიკური პოლიტიკის ექსპერტთა ცენტრის ხელმძღვანელს, მათე გარდავას შენიშვნა აქვს მიწის ფასთან დაკავშირებით.

,,იჯარას სჯობს, მიწა საკუთრებაში ჰქონდეთ. ამაში ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ გამოსყიდვა ნიშნავს, ფული გადაიხადოს, რის შესაძლებლობაც ბევრს არ აქვს. ფულის გადახდის საშუალება რომ ჰქონდეთ, იმ ფასად, რამდენადაც უნდა გამოისყიდონ, აქამდეც შეძლებდნენ ყიდვას. პრობლემაა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება მიწების დიდი ნაწილი, დაახლოებით 70%-ის ოდენობით, რაც კატასტროფული მაჩვენებელია და დარგის განვითარებას აფერხებს. ცალსახად კარგია, რომ იჯარით გაცემული მიწები კერძო გახდება, მაგრამ ფულადი რესურსი არ აქვს ხალხს, ეს არ არის ის რეფორმა, რომელიც სოფლის მეურნეობის განვითარებას უნდა ემსახურებოდეს", - ამბობს გარდავა  report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ მოიჯარეებისთვის 10 ჰა-ზე მეტი სასოფლო მიწის გამოსყიდვის შეზღუდვა გაუქმდა. 

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის პროგრამაში - სახელმწიფოს მიერ იჯარით გაცემულ „სახნავი“ კატეგორიის მიწის ნაკვეთებს, რომელთა გამოსყიდვაც შეუძლიათ მეიჯარეებს, დაემატა „სათიბი“ მიწების კატეგორიაც, ასევე მოიხსნა შეზღუდვა, რომელიც მოიჯარეებისთვის მხოლოდ 10 ჰა-მდე ფართობის მიწის ნაკვეთის გამოსყიდვის უფლებას ითვალისწინებდა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system