თავში

რა ფორმით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა მოსახლეობას კრიზისის დაძლევაში

რა ფორმით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა მოსახლეობას კრიზისის დაძლევაში
რა ფორმით შეიძლება დაეხმაროს მთავრობა მოსახლეობას კრიზისის დაძლევაში

ექსპერტების ნაწილი ახალი შეღავათების დაწესებაზე ფიქრობენ, თუმცა ბიუჯეტს ამის შესაძლებლობა რეალურად არ აქვს. უცნობია, კიდევ ერთხელ დაეხმარეობა თუ არა ხელისუფლება ხალხს, ოფიციალურ დონეზე ამის შესახებ ჯერჯერობით არავინ საუბრობს, ეკონომიკის სრულფასოვანი აღდგენა კი, როგორც სპეციალისტები report.ge-თან აღნიშნავენ, დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდება, ხოლო მოქალაქეების არცთუ მცირე რაოდენობა ისევ შემოსავლისა და სამსახურის გარეშე.

დახმარებების აუცილებლობაზე საუბრობს ეკონომისტი ზვიად ხორგუაშვილი, რომლის თქმითაც, ვინც სამსახური ვერ აღიდგინა, მტავრობა რაიმე ფორმით უნდა დაეხმაროს.

,,მესმის, რომ ბიუჯეტს ამის რესურსი ჯერჯერობით არ აქვს, მაგრამ გაჭირვებაში ხომ არ დატოვებენ ხალხს, თუკი ბიუროკრატიული ხარჯი შემცირდება, შესაძლებელია, ფინანსური სახსრები გამოჩნდეს, რომ ლუკმა-პურის გარეშე არ დარჩეს მოსახლეობა, რომელსაც ახლა არანაირი შემოსავალი არ აქვს. ალბათ დახმარების ფორმაც შეირჩევა, შეიძლება ფული მისცე ადამიანებს, რომ თავიანთი საჭიროების მიხედვით დახარჯონ. საშეღავათო პროგრამები იწურება, ხოლო კეთილდღეობა არ შცვლილა უკჯეთესობისკენ, პირიქით, გაუარესდა. ყოველდღიურ ხარჯთან გამკლავებას ბევრი ვერ ახერხებს, ასეთ მოქალაქეებს მთავრობა გვერდში უნდა დაუდგეს", -ამბობს report.ge-თან ხორგუაშვილი.

ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის შეფასებით კი,  პროგრამის გაგრძელების აუცილებლობა ნამდვილად არის, თუმცა არ არის სახსრები. გიგა ბედინეიშვილმა აღნიშნა,  პროგრამის გაგრძელების აუცილებლობა ნამდვილად არის, თუმცა ამის რესურსი ბიუჯეტს არ გააჩნია.

„ბიუჯეტი დეფიციტს განიცდის, პანდემიის მართვაც კი უჭირს ხელისუფლებას და რთულია, ახალი შეღავათების დაწესებისკენ მოუწოდო. მდგომარეობა რომ გამოსწორდეს, ეკონომიკა სრულფასოვნად უნდა აამუშავო, მაგრამ დამატებით წესდება შეზღუდვები, ბიუჯეტს ახლა იმის საშუალებაც არ აქვს, ყველაზე გაჭირვებულებისთვის გამოიყოს ფული,  ბიზნესს ისევ ცუდი მოლოდინი აქვს, კერძო სექტორმა ამოქმედებაც ვერ მოასწრო და ისევ ჩაკეტვაზეა საუბარი. სახარბიელო მოლოდინი ვერ გვექნება, ,,უქმე დღეების" დაწესება დამატებით პრობლემას შექმნის", - ამბობს ბედნინეიშვილი report.ge-თან.

შეგახსენებთ, რომ 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით უქმე დღეებად ცხადდება. აღნიშნული გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system