თავში

რა გაძვირდა მარტში

რა გაძვირდა მარტში
რა გაძვირდა მარტში

საქსტატის ცნობით, წლიურად ყველაზე მეტად, 29.7 პროცენტით ხილი და ყურძენი გაძვირდა. 18.9 პროცენტით მოიმატა ფასებმა ყველზე, რძესა და კვერცხზე.

ამასთან, მიმდინარე წლის მარტში, წინა წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 14.8 პროცენტით არის გაძვირებული; ხორცი და ხორცის პროდუქტები – 14.7 პროცენტით; ბოსტნეული და ბაღჩეული – 12.5 პროცენტით; მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები – 10.2 პროცენტით; ზეთი და ცხიმი – 9.1 პროცენტით; თევზეული – 8.0 პროცენტით; პური და პურპროდუქტები – 7.0 პროცენტით; ყავა, ჩაი და კაკაო – 5.4 პროცენტით.

საქსტატის ცნობით, ფასების 10.3 პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა საზოგადოებრივ კვებაზე.

ამასთან, მარტში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2.1 პროცენტით შემცირდა ფასი ღამის გასათევით მომსახურებაზე.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის მარტში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 6.1 პროცენტი შეადგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system