თავში

რა გაკეთდა და რა რჩება მოუგვარებელი სამტრედიაში

რა გაკეთდა და რა რჩება მოუგვარებელი სამტრედიაში
რა გაკეთდა და რა რჩება მოუგვარებელი სამტრედიაში

წელს სამტრედიაში 208 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რეგიონში წლის მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. 

მათივე ცნობით, 2020 წელს სამტრედიაში 45 კილომეტრამდე ასფალტ-ბეტონის და ბეტონის გზა დაიგო.

ადგილობრივი ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად ითვლება მრავალბინიანი სახლების ეზოების და ფასადების მოწესრიგება. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება საჯარო სკოლებში და ბაგა- ბაღებში. უკლებლივ ყველა სააღმზრდელო დაწესებულებაში მოწესრიგდა სველი წერტილები და სამზარეულოები. დასრულების ფაზაშია 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა სოფელ ნაბაკევში, რომელიც მუნიციპალური ფონდის ფარგლებში 700 000 ლარამდეა დაფინანსებული. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ყველა საჯარო სკოლაში გარემონტდა სველი წერტილები, მოეწყო პანდუსები და გახდა შშმ პირებისთვის ადაპტირებული," - განმარტავენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიაში. 

განათლების სფეროში მნიშვნელოვან პროექტად სახელდება დიდ ჯიხაიშში, ნიკო ნიკოლაძის მიერ დაარსებული აგრარული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია, რომელიც ამ სფეროში დასავლეთ საქართველოს წამყვანი პროექტია. 

"განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აგრარულ კოლეჯში მოეწყობა თანამედროვე სასწავლო ბაზები, დაინერგება საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიქმნება სოფლის მეურნეობის დარგში ახალი ცოდნის გავრცელების მექანიზმები. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოეწყო და მოწესრიგდა შიდა სასოფლო გზები. მიმდინარეობს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია და დაიწყო მოგვარება ე.წ. გაღმა ზონის სოფლების წყლით მომარაგების საკითხი. ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელოვანი წილი მოდის სოფლის მხარდაჭერის პროგრამებზე.," - გვიხსნიან სამტრედიის მერიაში. 

მათივე ცნობით, განხორციელდა 82 ინფრასტრუქტურული პროექტი. ყველა სოფელში პრიორიტეტები მოსახლეობამ საერთო კრებებზე გამოკვეთა.

"სამტრედიის მუნიციპალიტეტისთვის 2020 წლის მნიშვნელოვანი მონაპოვარია ევროკავშირის საგრანტო პროექტი, რომელიც 536 600 ლარით დაფინანსდა და რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სარეკრეაციო ზონის მოწყობას გულისხმობს. მიმდინარეობს ე.მანჯგალაძის კულტურის ცენტრის ფასადის რეაბილიტაცია. სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც აქტიურად მიმდინარეობს სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და რეაბილიტაცია. 2020 წელს სამტრედიაში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით 9 ახალი სპორტული მოედანი მოეწყო," - განმარტავენ სამტრედიის მერიაში და დასძენენ, რომ  მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა სოციალური მიმართულებაა.მათივე განმარტებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ არაერთი სოციალური პაკეტი დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას იღებს საზოგადოების მოწყვლადი ფენა, იცემა საგარანტიო ფურცლები სამედიცინო და წესებულებებში წარსადგენად. 

სამტრედიის მერიის ინფორმაციით, პანდემიის პირობებში სასურსათე ამანათი დაურიგდა 70 წელს გადაცილებულ პენსიონერებს, მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ და სოციალურად დაუცველ 1500-მდე ბენეფიციარს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system