თავში

რა გაკეთდა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად

რა გაკეთდა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად
რა გაკეთდა საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად

"რეალურ ეკონომიკასა და საფინანსო სექტორზე პანდემიის გავლენის შესამცირებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გადამწყვეტი ზომები მიიღო", - ამის შესახებ აღნიშნულია გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების შემდგომ საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) მისიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

საერთაშორის სავალუტო ფონდი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უზრუნველყო ბაზრისათვის ლარისა და დოლარის ლიკვიდობის მიწოდება და ფინანსთა სამინისტროსთან კოორდინაციით ხელმისაწვდომი გახადა ლარის გრძელვადიანი ლიკვიდობა. 

სსფ მხარს უჭერს მონეტარული პოლიტიკის ამჟამინდელ მდგომარეობას, რაც მანამ უნდა შენარჩუნდეს, სანამ იმის მკაფიო ნიშნები არ გამოჩნდება, რომ ბოლოხანს ლარის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაცია დაღმავალ ტენდენციას ინარჩუნებს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი პოზიტიურად აფასებს ეროვნული ბანკის საზედამხედველო პოლიტიკას და აღნიშნავს, რომ პანდემიის პირობებში ბანკები მდგრადობას ინარჩუნებენ, რაც კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერმა სასტარტო პოზიციებმა და კრიზისზე ეროვნული ბანკის ძლიერმა რეაგირებამ განაპირობა. 

5 ოქტომბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, მერსედეს ვერა მარტინის ხელმძღვანელობით მოლაპარაკებები გამართა საქართველოს ხელისუფლებასთან. პროდუქტიული დისკუსიის შედეგად საქართველოს ხელისუფლებამ და სსფ-ს მისიამ მიაღწიეს შეთანხმებას გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით მხარდაჭერილი პროგრამის მეშვიდე მიმოხილვის დასრულების თაობაზე. შეთანხმების მიხედვით, აღმასრულებელი საბჭოს განხილვის შემდეგ, საქართველოსთვის 79 მილონი ესდეერი (დაახლოებით 112 მილიონი აშშ დოლარი) გახდება ხელმისაწვდომი. სულ საქართველოში "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში ჩამორიცხული მთლიანი თანხა 406 მილიონ ესდეერს, (დაახლოებით 576.4 მილიონ აშშ დოლარს) გაუტოლდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system