თავში

რა გაკეთდა შიდა ქართლში - 2-წლიანი ანგარიში

რა გაკეთდა შიდა ქართლში - 2-წლიანი ანგარიში
რა გაკეთდა შიდა ქართლში - 2-წლიანი ანგარიში

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა თანამდებობა დატოვა.

გიორგი ხოჯევანიშვილმა ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა და 2020 წელს რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ხაშურში სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები იგეგმება, ასევე, მიმდინარეობს ხიდისთავი-ატენისა და ძამას ხეობებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, შემოდგომით კი, გორის მულტიფუნქციური სპორტის სასახლე პირველ ღონისძიებას უმასპინძლებს. 

ხოჯევანიშვილის თქმით, 2020 წელს 79,7 მილიონ ლარამდე ბიუჯეტი 597 პროექტზე გადანაწილდება, რომელიც მოიცავს, როგორც ინფრასტრუქტურულ, ისე დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობის, რეგიონში საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმართულებებს. ასევე, პროექტების განხორციელება გათვალისწინებულია სოფლის მეურნეობის დარგისა და ადგილობრივი წარმოების კიდევ უფრო მეტად განვითარების ხელშეწყობის მიზნით. ხოჯევანიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა გარემოს დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებსაც. როგორ მან აღნიშნა, დაგეგმილია ატენისა და ძამას ხეობებისთვის დაცული ტერიტორიების სტატუსის მიენიჭება. ამასთან, შემოდგომაზე გორის მუნიციპალიტეტს 30 ავტობუსი გადაეცემა, ავტოპარკის მშენებლობა კი, ინტენსიურად მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების პროცესი. უკვე დასრულდა დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურისა და გიორგი მაზნიაშვილოს სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system