თავში

რა გამოცდილება დაუტოვა მცირე ბიზნესს covid-19-მა

რა გამოცდილება დაუტოვა მცირე ბიზნესს covid-19-მა
რა გამოცდილება დაუტოვა მცირე ბიზნესს covid-19-მა

მაღალი უმუშევრობა და ქეშის დეფიციტი ძირითადი პრობლემაა, რის გადალახვაც მცირე და საშუალო ბიზნესს ეპიდემიურ სიტუაციაში ყველაზე მეტად უჭირს. ამის შესახებ report.ge-თან მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა მიხეილ ჭელიძემ განაცხადა. მისი განცხადებით, კორონავირუსმა ბიზნესს საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუტოვა საამისოდ, რომ ეპიდემიის მეორე ტალღას გაუმკლავდეს, თუკი ქვეყანა ამ რეალობის წინაშე აღმოჩნდება.

,,მიმდინარე ეტაპისთვის მცირე და საშუალო ბიზნესმა რაც ტოტალურად გააკეთა, ხარჯების ოპტიმიზაციაა. კერძოდ, ხარჯებს გადახედა და შეამცირა როგორც ხელფასები, ასევე დასაქმებულთა რაოდენობა. სამწუხაროდ, ამ რეალობის წინაშე დადგა, რაც კრიზისული სიტუაციის შედეგია. ველოდები, რომ ეპიდემიის მეორე ტალღას სექტორი უფრო მომზადებული დახვდება. სავარაუდოდ, შეზღუდვებიც არ იქნება იმ დონეზე, როგორიც აპრილ-მაისში იყო. გარკვეული გამოცდილება დაგვიტოვა ეპიდემიამ, მეტად მობილიზებული არის სამოქალაქო სექტორი და მათ შორის, მცირე და საშუალო ბიზნესი. კონკრეტულად, თუ რას გააკეთებს, ასე გადაჭრით თქმა გამიჭირდება, თუმცა ვფიქრობ, რომ მეტად ქმედითუნარიანი გახდება, ვიდრე კრიზისის დასაწყისში იყო. აქედან გამომდინარე, თუკი covid-19-ის მეორე ეტაპი დაფიქსირდება, მცირე ბიზნესი უფრო მარტივად გადაიტანს. ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რაც პანდემიამ დაგვიტოვა. პირველ რიგში, ეს არის ქეშის დეფიციტი. აქედან გამომდინარეა შედეგიც, რომელიც საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა ბიზნესისთვის და განსაკუთრებით უმუშევრობაზე აისახა", - აცხადებს მიხეილ ჭელიძე.

მისი ვარაუდით, მცირე და საშუალო ბიზნესს დაახლოებით 1,5-2 წელიწადი დასჭირდება, რომ ეპიდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. როგორც ჭელიძე ამბობს, კრიზისმა განსაკუთრებით იმ მოქალაქეების ფინანსური სტაბილურობა შეარყია, რომელთა საქმიანობა მომსახურების სეგმენტს უკავშირდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system