თავში

რა გავლენა მოახდინეს საბანკო რეგულაციებმა იმპორტზე

რა გავლენა მოახდინეს საბანკო რეგულაციებმა იმპორტზე
რა გავლენა მოახდინეს საბანკო რეგულაციებმა იმპორტზე

საქართველოში იმპორტის კლების ძირითად ფაქტორად საბანკო რეგულაციების გავლენა მიიჩნევა. კერძოდ, როგორც ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე აღნიშნავს, განვადებების შეზღუდვამ ტექნიკის მაღაზიებში და შესაბამისად ამ პროდუქტზე მოთხოვნის კლება იმპორტზეც აისახა. კიდევ ერთი მიზეზი, რამაც საბოლოოდ იმპორტის სტატისტიკა განსაზღვრა, სამშენებლო პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირებაა, რაც ანალოგიურად რეგუალციებთან არის დაკავშირებული.

თუმცა, როგორც ანალიტიკოსი აფასებს, მიღწეული შედეგი უდავოდ დადებითია.

,,ტექნიკის მაღაზიებში საბანკო რეგულაციების გამო მოთხოვნამ იკლო, ხოლო დეველოპერებს საქმიანობა შეეზღუდათ, ორივე ფაქტორი საბანკო რეგულაციებს უკავშირდება. რაც ნაკლები რაოდენობით გავა ქვეყნიდან სესხად აღებული ფული, მით უფრო იხეირებს ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა ამავდროულად სწორება ექსპორტზე უნდა მოხდეს. როგორმე უნდა მოხერხდეს, რომ საქართველოში ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება წახალისდეს", - განუცხადა report.ge-ს ზურაბ კუკულაძემ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 366.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.5%-ით მეტია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, აქედან ექსპორტი 3 035.7 მლნ აშშ დოლარი იყო (10.4%-ით მეტი), ხოლო იმპორტი - 7 331.2 მლნ აშშ დოლარი (3.1%-ით ნაკლები).

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, 4 295.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.4%-ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system