თავში

რა გავლენას ახდენს COVID-19 ნავთობის ფასზე?

რა გავლენას ახდენს COVID-19 ნავთობის ფასზე?
რა გავლენას ახდენს COVID-19 ნავთობის ფასზე?

საშობაო არდადეგების წინ გაზრდილი მოთხოვნისა და აშშ-ს ნავთობის მარაგების შემცირების მოლოდინით, მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასები გაიზარდა. Report.ge-ის ცნობით, ამას მოწმობს სავაჭრო ბაზრის მონაცემები.

Brent-ის თებერვლის ფიუჩერსების ფასი 0,23%-ით გაიზარდა და ბარელზე 74,15 აშშ დოლარი შეადგინა.

ხოლო, WTI-ის თებერვლის ფიუჩერსების ღირებულება 0,41%-ით არის მომატებული და ბარელზე 71,41 აშშ დოლარად ბარდება.

ამერიკის ნავთობის ინსტიტუტის (API) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აშშ-ში ნავთობის კომერციული მარაგები 17 დეკემბრის დასრულებულ კვირაში 3,7 მილიონი ბარელით დაეცა. 

ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი ვრცელდება, რაც ხელახალი რეგულაციების შემოღების საშიშროებას ქმნის. ამგვარად, ევროპაში შეზღუდვების გამკაცრება  უარყოფით გავლენას მოახდენს ნავთობის ფასზე.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ნავთობზე მოთხოვნის შემცირების გამო, OPEC+-მა გასული წლის მაისიდან მოყოლებული, მოპოვება 9,7 მილიონი ბარელით შეამცირა.

ვითარების სტაბილიზაციასთან ერთად, ნავთობის მოპოვება მეტ-ნაკლებად აღდგა. 2021 წლის აგვისტოდან ალიანსმა ნავთობის წარმოება ყოველთვიურად 400 ათასი ბარელით გაზარდა.

მას შემდეგ ორგანიზაციის წევრი ქვეყნები ყოველთვიურად იკრიბებიან და მომავალი თვისთვის წარმოების გეგმას განიხილავენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system