თავში

რა გავლენას ახდენს სავალუტო ჯიხურების დაკეტვა კურსზე

რა გავლენას ახდენს სავალუტო ჯიხურების დაკეტვა კურსზე
რა გავლენას ახდენს სავალუტო ჯიხურების დაკეტვა კურსზე

სპეციალისტების შეფასებით, სავალუტო ჯიხურების დაკეტვამ ლარის კურსი მართვადი გახადა. 

როგორც ანალიტიკოსი ნიკა შენგელია აცხადებს, ეროვნულ ბანკს მიეცა საშუალება, რომ ხელოვნურ სუნთქვაზე შეერთებული ლარის კურსის პულსი მართოს. 

ის ამავდროულად ამბობს იმასაც, რომ ამ ცვლილებით კომერციული ბანკები ისარგებლებენ და მოსახლეობისგან ,,ჩალის ფასად" შესყიდულ დოლარს მომავალში ძალიან ძვირად გაყიდიან.

,,სავალუტო ჯიხურებში კურსი უფრო მიახლოებული იყო ეროვნული ბანკის კურსთან, ხოლო კომერციულ ბანკებში სხვაობა ყიდვასა და გაყიდვას შორის ყოველთვის დიდი იყო. ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ კომერციული ბანკები მოსახლეობისგან დოლარს ,,ჩალის ფასად" შეისყიდიან და შემდეგ ძალიან ძვირად გაყიდიან ანუ სპრედი შენარჩუნდება 100 დოლარზე დაახლოებით  10 ლარის ფარგლებში. აქედან გამომდინარე, ბანკები ყოველთვის სათავისოდ იყენებდნენ სავალუტო რყევებს და მათ მოგების მაღალი წილი სწორედ ლარის კურსის თამაშით გამოწვეული სარგებელი იყო", - განუცხადა ნიკა შენგელიამ report.ge-ს.

ანალოგიური მოსაზრებისაა ფინანსისტი მერაბ ჯანიაშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ სავალუტო ჯიხურების დაკეტვამ სებ-ს კარგი საქმე გაუკეთა და კურსის გამყარება მეტ-ნაკლებად უზრუნველყო.

,,სავალუტო ჯიხურების საქმიანობის შეწყვეტამ გარკვეულწილად ჩააცხრო პანიკა, რომელიც ლარის კურსთან დაკავშირებით იყო შექმნილი. ეროვნულ ბანკს ამ მხრივ კარგი საქმე გაუკეთა, რადგან ლარი ნელ-ნელა გამყარებისკენ წამოვიდა. ცუდია, რომ ადამიანებს შეძლებისდაგვარად არ აქვთ წვდომა უცხოურ ვალუტაზე, მაგრამ ამ გადაწყვეტილებასაც გაგებით უნდა მოვეკიდოთ. სწორედ იმიტომ გადაიდგა ეს ნაბიჯი. რომ შედეგი კურსზე ასახულიყო. თუმცა სებ-ს აქვს სხვა ბერკეტიც, თუნდაც ის, რომ ფულის მასა შეამციროს", - აცხადებს მერაბ ჯანიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით სავალუტო ჯიხურები სრულად დაიკეტა. გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით მიიღეს, რომელიც მინიმუმ 21 აპრილამდე იმოქმედებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system