თავში

რა გავყიდეთ აზერბაიჯანში წელს

რა გავყიდეთ აზერბაიჯანში წელს
რა გავყიდეთ აზერბაიჯანში წელს

2020 წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან აზერბაიჯანში გაიყიდა 203,521.2 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია. წინა წელთან შედარებით საქართველოს ექსპორტი აზერბაიჯანში 6.1%-ითაა შემცირებული. გასულ წელს მეზობელ ქვეყანაში საქართველომ 216,662.3 ათასი დოლარის საქონელი დააექსპორტა.

წელს ექსპორტის მოცულობით ლიდერ პოზიციაზეა მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი, რომელიც 14.3%-ით გაიზარდა.

report.ge-ს მიერ საქსტატიდან გამოთხოვილი მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან აზერბაიჯანში გავიდა 10 ათას 257 ცალი მანქანა, რაც ჯამში 114,120.1 ათასი დოლარი ღირდა. შარშან დროის იმავე მონაკვეთში საქართველოდან აზერბაიჯანში გაიყიდა 99,884.2 ათასი დოლარის ღირებულების 8 ათას 737 ცალი მსუბუქი ავტომობილი.

შარშანდელთან შედარებით, 62.6%-ით არის შემცირებული აზერბაიჯანში გაყიდული სიგარეტის ოდენობა, თუმცა ექსპორტის მოცულობით საექსპორტო პროდუქტებს შორის ის მეორე პოზიციაზეა. წელს აზერბაიჯანში საქართველომ გაიტანა 320,970 ათასი ღერი სიგარეტი, რომლის ღირებულება გახლდათ 7,554.6 ათასი დოლარი. შარშან დაექსპორტებული სიგარეტის ოდენობა მილიონ ღერს აჭარბებდა მისგან მიღებული შემოსავალი 20,375.1 ათას დოლარს გაუტოლდა.

უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტების ხუთეულში მესამე პოზიციაზეა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გაყინული ხორცი წლიურ ჭრილში ექსპორტის 9,157.4%-იანი ზრდით. მიმდინარე წლის 6 თვეში აზერბაიჯანში საქართველომ გაყიდა 1,540.0 ტონა 6,478.8 ათასი დოლარის ღირებულების ხორცი მაშინ, როცა შარშან დროის იმავე მონაკვეთში დაექსპორტებულია 70.0 ათასი დოლარის ღირებულების 9.8 ტონა გაყინული ხორცი.

ექსპორტის მოცულობით, მეოთხე პოზიციაზეა დაფასოებული სამკურნალო საშუალებები. კერძოდ მეზობელ ქვეყანაში წელს საქართველომ გაიტანა 252.9 ტონა 5,993.4 დოლარის ღირებულების სამკურნალო საშუალებები.ეს მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით, 61.0%-ითაა შემცირებული. გასულ წელს საქართველოდან აზერბაიჯანში დაექსპორტდა 15,357.9 ათასი დოლარის 401.4 ტონა სამკურნალო საშუალებები.

ხეთეულის ბოლო პოზიციაზეა სამრეწველო დანიშნულების თამბაქო. 1403 სასაქონლო ნიშნის ქვეშ აზერბაიჯანში საქართველომ გაიტანა 5,908.5 ათასი დოლარის 426.6 ტონა თამბაქო, რაც 80.0%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. შარშან აზერბაიჯანში საქართველომ დააექსპორტა 3,282.5 ათასი დოლარის ღირებულების 303.2 ტონა თამბაქო.

შეგახსენებთ, 2020 წლის იანვარ-აივნისის სავაჭრო მონაცემებით, აზერბაიჯანი საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ათეულში(ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე) ბოლო, მეათე ადგილს იჭერს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში დაექსპორტდა უფრო ნაკლები ქართული წარმოების ნაწარმი, ვიდრე სომხეთში, აშშ-ში, შვეიცარიაში, ესპანეთში, უკრაინაში, თურქეთში.

საქართველოს უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია(ადგილობრივი ექსპორტის მიხედვით): ჩინეთი (197.9 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (167.3 მლნ. აშშ დოლარი) და ბულგარეთი (161.6 მლნ. აშშ დოლარი).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system