თავში

რა ღირს ლარი დღეს

რა ღირს ლარი დღეს
რა ღირს ლარი დღეს

ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი სავალუტო გაცვლითი კურსით, დღეს 1 ამერიკული დოლარი 3.0552 ლარი ღირს. აქამდე 1 დოლარის ყიდვა 3.0532 ლარად იყო შესაძლებელი. შესაბამისად ლარი, დოლართან მიმართებით  0.002 პუნქტით გაუფასურდა.

1 ევროს შეძენა კი 3. 4463 ლარად არის შესაძლებელი. გუშინ 1 ევრო 3.4477 ლარი ღირდა. შესაბამისად, ლარი ევროსთან მიმართებით 0.0014 პუნქტით არის გამყარებული.

გაცვლითი კურსი, რომელიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, დღეს, 7 ივლისს, დაადგინა, ხვალიდან, 8 ივლისიდან, იმოქმედებს.

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ოფიციალურ კურსს Bloomberg-ის სისტემაში ვაჭრობის შედეგად ადგენს დღის 17:00 საათზე.

ცნობისთვის, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემა მსოფლიოს ფინანსური ინსტიტუტების ძირითადი სავაჭრო პლატფორმაა, რომელშიც საქართველოდან ვაჭრობენ როგორც კომერციული ბანკები, ასევე მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაციები.

ამ მომენტისთვის Bloomberg-ზე 1 დოლარი 3.0545 ლარად ივაჭრება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system