თავში

რა გრაფიკით აიღებენ წინასწარ პენსიას ხანდაზმულები

რა გრაფიკით აიღებენ წინასწარ პენსიას ხანდაზმულები
რა გრაფიკით აიღებენ წინასწარ პენსიას ხანდაზმულები

ხვალ, 70 წლის და მასზე უფროსი ასაკის მოქალაქეებს აპრილის თვის პენსია წინასწარ ჩაერიცხებათ. ხანდაზმულებს, თანხის ბარათით გადახდაც, პროდუქტებისა და მედიკამენტების შესაძენად, ხვალვე შეეძლებათ.

რაც შეეხება პენსიის ხელზე აღებას, ანუ თანხის განაღდებას, "ლიბერთი ბანკის" გენერალური დირექტორის ვასილ ხოდელის განმარტებით, ეს სპეციალური გრაფიკით მოხდება, რომელიც "ლიბერთი ბანკის" სპეციალურ საიტზე განთავსდება.

გრაფიკთან დაკავშირებით ინფორმაციას პენსიონერებს საინფორმაციო ცენტრი "08" მიაწვდის.


"წინასწარ ჩარიცხული პენსიით, უფასოდ, სარგებლობა მომხმარებლებს შეეძლებათ მყისიერად ბარათით გადახდისას. ხოლო, რაც შეეხება განაღდებას, ამის შესაძლებლობა მიეცემა ყველა პენსიონერს ეტაპობრივად, ჩვენს მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით.  ამ გრაფიკის სანახავად, ჩვენ შევქმენით სპეციალური საიტი myliberty.ge, სადაც ძალიან მარტივად, შესაძლებელია ნახვა თუ როდის შეძლებს მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით სარგებლობას.  ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც თითოეულ 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთან - განახორციელებს ავტომატურ ზარებს და შეტყობინებებს ნაღდი ფულით სარგებლობის თარიღს და ასევე, უპასუხებს მათ კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან. ზარი უფასოა," - აცხადებს ხოდელი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system