თავში

რა გვაშორებს ევროპასთან

რა გვაშორებს ევროპასთან
რა გვაშორებს ევროპასთან

მთლიანი შიდა პროდუქტის სიდიდით საქართველო ევროპას ჩამორჩება. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე ფიქრობს, რომ ცხოვრების დონის გაუმჯობესებისთვის მშპ-ს ზრდის ტემპი უნდა გაიზარდოს.

,,კეთილდღეობა მარტო ეკონომიკური ზრდის ტემპით არ იზომება. გასათვალისწინებელია ყველაფერი კომპლექსურად - გარემო პირობები, ეკოლოგია, დაცულობა, მომავლის იმედი და სხვა. მატერიალური და არამატერიალური პირობები ერთად ადგენენ ისეთი ინდიკატორის შინაარსს, როგორიცაა ცხოვრების ხარისხი. არა მხოლოდ მშპ, ბევრი კომპონენტი უნდა იყოს გათვალისწინებული. ყოველი თითო პროცენტით, ჯამში 5%-იანი ზრდის შემთხვევაში, ჩვენი ჩამორჩენა დაიძლევა," - ამბობს არჩვაძე.

მოსახლეობის მდგომარეობა საკუთრების კუთხით, როგორც სტატისტიკოსი ამბობს, უიმედო არ არის, რამდენადაც წინაპრების შრომის ხარჯზე შექმნილი დოვლათი ჯერ კიდევ ბლომადაა. 

კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც არჩვაძე ყურადღებას ამახვილებს, ციფრული ტექნოლოგიის მიღწევაა, რაშიც ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არა თუ ჩამოვრჩებით, რაღაც ნიუანსით ვუსწრებთ კიდევაც.

,,მამა-პაპისეული სახლების სახით ჩვენი მშობლების შრომის ხარჯზე საკმაოდ დიდი დოვლათია შექმნილი. მიმდინარე შემოსავლებითაც თუ რაიმეს შევმატებთ, სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ჩამორჩენა არც ისე ფატალურია და უიმედო. დიდი პრობლემის მიუხედავად, საქართველო ახერხებს იმდენს, რომ გლობალური ტექნიკური მიღწევების გამზიარებელი გახდეს. მაგალითად, ინფორმაციული ტექნოლოგიებით, ციფრულ ტექნიკაზე მიწვდომით ისეთსავე დონეზე ვართ, როგორზეც სხვა მოწინავე ქვეყნები იმყოფებიან. შეიძლება ინფორმაციული ტექნოლოგიით წინ ვართ კიდეც წასული, აქ ჩამორჩენაზე ვერ ვისაუბრებთ. როგორი გაჭირვებულიც არ უნდა იყოს ოჯახი, ახალგაზრდა წევრი არ დაიკავებს ისეთ მობილურ ტელეფონს, როგორიც 90-იანი წლების ბოლოს ჰოლივუდის ვარსკვლავებს ჰქონდათ. ტექნიკური პროგრესი გლობალიზაციის ნაწილია და არც ჩვენ ჩამოვრჩებით. მიუხედავად ამისა, შრომის წარმოებას თუ გადავხედავთ, ტექნოლოგიები აგრარულ სექტორში გაცილებით დაბალია, ვიდრე ევროპულ ქვეყნებში, მოხმარების მხრივ კი შედარებით უკეთესი მდგომარეობაა", - განმარტავს სტატისტიკოსი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system