თავში

რა გვიშლის ხელს ბიოწარმოების განვითარებაში

რა გვიშლის ხელს ბიოწარმოების განვითარებაში
რა გვიშლის ხელს ბიოწარმოების განვითარებაში

ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა. მათ შორის საქართველოსთვის, სადაც სპეციალისტების შეფასებით,  ბიოპროდუქტების წილი 1 %-ს არ აღემატება.  წარმოების მაღალი ხარჯი, ცოდნა და ტექნოლოგიური ჩამორჩენა მთავარი პრობლემებია, რაც სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელის, კობა კობალაძის შეფასებით, ბიოწარმოებას ხელს უშლის.

მისი თქმით, გაწეული ღონისძიებების მიუხედავად, ფერმერები ვერ ახერხებენ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების სწორად მოყვანას, რადგან შესაბამისი ცოდნა არ აქვთ. 

,,ცოდნა, გამოცდილება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება არის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომ საქართველო აგრარული სექტორი მაღალ დონეზე განვითარდეს. ვინმეს თუ ჰგონია, რომ შხამ-ქიმიკატებს არ გამოიყენებს და ეს საკმარისია ხარისხიანი პროდუქტის მისარებად, ძალიან ცდება. მთელია აგროღონისძიებებია ჩასატარებელი, რომ ადამიანმა ხარისხიანი, უსაფრთხო პროდუქტი მიიღოს. განათლების გარეშე სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება, მაგრამ არა მხოლოდ ფერმერებს, სერვისის მიმწოდებელ პირებსაც არ აქვთ შესაბამისი ცოდნა. ფერმერი ასეთ პროდუქტს ტრადიციული მეთოდით ვერ მიიღებს, აგრარული სფერო მთელ მსოფლიოში ვითარდება და ტენდენციას უნდა ავყვეთ. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ  მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების გარეშე ორგანული პროდუქტის მოყვანა წარმოუდგენელია. ასეთ სიტუაციაში განვითარდება მცენარის დაავადება, მაგალითად, როგორიცაა აპოტექსინი, რომელსაც სიმსივნის გამოწვევა შეუძლია", - განმარტავს მეცნიერი.

ფერმერი ნანა ფიფია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მარწყვის სათბურების მფლობელია. მისი თქმით, ცდილობს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოიყვანოს, რაზეც ბაზარზე მაღალი მოთხოვნაა.

„ბოლო წლების განმავლობაში მოთხოვნა უფრო და უფრო იზრდება ნატურალურ და ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტებზე. მარწყვის შემთხვევაში, მიდგომამ გაამართლა, ახალი ჯიშებია, რომელიც ადგილობრივ კლიმატს კარგად იტანს და მაღალი ხარისხითაც გამოირჩევა. ჩვენი მარწყვი თითქმის მთელი წლის განმავლობაში მსხმოიარეა, ზამთრის პერიოდშიც იძლევა ნაყოფს, მიწოდების მხრივ პრობლემა არ შეგვქმნია. ბიზნესის განვითარებას მომავალშიც ამ მიმართულებით ვგეგმავ, წარმოების ზრდას და პროდუქტის ქვეყნის გარეთ გატანას ვაპირებ. როგორც ფერმერის, ჩემი ამოცანაა,  მაქსიმალურად  სუფთა და ჯანსაღი პროდუქტი მივიღო და შევთავაზო ბაზარს” - ამბობს ფერმერი ნანა ფიფია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში ბიოპოტენციალის დეფიციტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანები იმაზე მეტს რესურსს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა წარმოქმნის. მსოფლიოს ბიოპოტენციალი ამერიკელმა მკვლევარებმ გამოიკვლიეს. აღმოჩნდა, რომ მდიდარი ქვეყნები ამ პრობლემას ჭარბი მოხმარებით ართულებენ და დედამიწის ღარიბ უმრავლესობას „ეკოლოგიურ სიღარიბეში“ ამყოფებენ.

ჟურნალ Nature Sustainability-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ადამიანები ყოველწლიუად 73%-ით მეტ რესურსებს მოიხმარენ, ვიდრე დედამიწა ამავე პერიოდში აწარმოებს. მკვლევართა მტკიცებით, თუ ადამიანი მსოფლიო ბიოლოგიურ პოტენციალზე მეტი რესურსების მოხმარებას განაგრძობს, საბოლოო ჯამში რესურსების ბუნებრივი დონე შემცირდება და ერთხელაც მთლიანად ამოიწურება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system