თავში

რა იგეგმება წელს წყალტუბოში

რა იგეგმება წელს წყალტუბოში
რა იგეგმება წელს წყალტუბოში

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, 2021 წელს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სულ 53 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორცილედება.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა პრიორიტეტად წელსაც შიდა საუბნო გზების გაკეთება დაასახელეს. გზების გარდა მოეწყობა სკვერები, დამონტაჟდება გარეგანათება, წყალმომარაგების კუთხით განხორციელდება სამუშაოები, ჩატარდება შენობების რეაბილიტაცია. ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, გაკეთდება ყველაფერი, რაც მოსახლეობამ პრიორიტეტად აირჩია.

"შიდა საუბნო გზები ბეტონის საფარით მოეწყობა შემდეგ სოფლებში: პირველი წყალტუბო, თერნალი, გუმბრა, ბანოჯა, ხომული დღნორისა, ლეხინდრისთავი, საჩხეური, ჭაშლეთი, მაღლაკი, მექვენა, დერჩი, ვანისჭალა. ქვედა ონჭეიში, მუხიანი, უკანეთი ოფურჩხეთი, გუმათი, ნამოხვანი, ჟონეთი, ჯიმასტარო, ტყაჩირი, რიონი, ზარათი, მეჩხერი, ნოღა, სორმონი, ჭოლევი, ცხუნკური, ყუმისთავი, ზედა ჩუნეში, სოფელი წყალტუბო, ქვილიშორი, ჩუნეში, გეგუთი.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სანიაღვრე არხი კეთება სოფელ გვიშტიბში, სკვერი მოეწყობა ქვედა მესხეთში, გარეგანათების ქსელი დამონტაჟდება ოფშკვითსა და საყულიაში, წყალმომარაგების ქსელის მოწესრიგება დაგეგმილია ქვედა და ზედა ონჭეიში, ბეთქოულასა და დღნორისაში. მოსახლეობის მიერ შერჩეული ტერიტორია შემოიღობება“, - განმარტავენ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system