თავში

რა იქნება ეკონომიკის მაშველი რგოლი

რა იქნება ეკონომიკის მაშველი რგოლი
რა იქნება ეკონომიკის მაშველი რგოლი

ეკონომიკაში მდგომარეობის გამოსწორების რეალურ შესაძლებლობად ეკონომისტი რამაზ გერლიანი საგადასახადო პოლიტიკის შეცვლას მიიჩნევს. მისი თქმით, უნდა მოხდეს ბაზრის ლიბერალიზაცია, რისთვისაც აუცილებელია გადასახადების, მინიმუმ, 6 თვით გადავადება ან გაუქმება, საპენსიო შენატანების შეჩერება ამავე ვადით და ფინანსური ამნისტია. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ეკონომისტი ვარაუდობს, 1 კვარტალში ეკონომიკის დანაკარგმა, შესაძლოა, 1,5 მილიარდ ლარს მიაღწიოს, ხოლო წლიურ ჭრილში ეს მაჩვენებელი, თუკი ეპიდემია გაგრძელდება, 6 მილიარდ ლარს გადააჭარბებს.

,,სასწრაფოდ უნდა შემუშავდეს მოკლევადიანი პოლიტიკა, კრიზისის პერიოდში როგორ ვუმკურნალოთ ეკონომიკას. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, საშემოსავლო ნაწილში გადასახადები 6 თვით გადაავადონ და გააუქმონ, ამავდროულად ამუშავდეს ფინანსური ამნისტია როგორც გადასახადების კუთხით, ასევე ფინანსური ვალდებულებების მიმართულებით, სხვანაირად ეკონომიკას შოკიდან ვერ გამოვიყვანთ. ფინანსური რესურსი, რომელსაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან მიიღებს,  უნდა განიკარგოს სწორად და ეკონომიკის სტუმულირებას მოხმარდეს. ამის მერე გვექნება შედეგი, რის საშუალებით შოკის ნაცვლად, ეკონომიკურ ზრდას მივიღებთ. მსგავი ღონისძიებების გატარება დაეხმარება როგორც ბიზნესს, ასევე ფიზიკურ პირებსაც, რომ გამოწვევას გაუმკლავდნენ. ეს იქნება გადატვირთვის ეფექტი, ასე ვთქვათ, მაშველი რგოლი ეკონომიკისთვის", - აცხადებს რამაზ გერლიანი.  

მისი თქმით, სწორედ ახლა არის შესაძლებელი, აგრარული სექტორისა და მრეწველობის განვითარების მიმართულებით გადაიდგას ნაბიჯი, თუკი ქვეყანა ამ შანსს ხელიდან გაუშვებს, ეკონომისტის განცხადებით, კრიზისის დაძლევა შეუძლებელი გახდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system