თავში

რა იცვლება გალელებისთვის ენგურის ხიდის გახსნით

რა იცვლება გალელებისთვის ენგურის ხიდის გახსნით
რა იცვლება გალელებისთვის ენგურის ხიდის გახსნით

ენგურის ხიდის გახსნის მიუხედავად, ტვირთების გადატანას ხალხი მაინც ვერ ახერხებს. ამის მიზეზი, ადგილობრივების ინ ფორმაციით, ტვირთებზე დაწესებული სპეციალური გადასახადია, რომელიც საკმაოდ ძვირი ჯდება. სამაგიეროდ, როგორც გალელები report.ge-თან სატელეფონო საუბარში აღნიშნავენ, გზის გახსნა დიდი შეღავათია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ზუგდიდში პენსიების აღების, სამედიცინო მომსახურებისა და პროდუქტის შეძენის მიზნით გადაადგილდებიან.

სოფელ ზემო ბარღების მცხოვრები, რომლის ვინაობასაც მისივე უსაფრთხოების მიზნით არ ვასახელებთ, ჩვენთან სატელეფონო საუბრისას ამბობს, რომ  მცირე შეღავათიც კი, რომელიც მიმოსვლას უკავშირდება,  მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

,,ეპიდემიის გავრცელების გამო 8 თვეზე მეტ ხანს ვიყავით ჩაკეტილი. სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობაც არ იყოს ნორმალურ დონეზე. ზუგდიდში ვერ გადავდიოდით, ადგილზე კი სამედიცინო პერსონალი მოუმზადებელია და არც შესაბამისი ტექნიკა გააჩნიათ.  ხალხი ფაქტობრივად განწირულია. არ ვიცი, რამდენი ხნით დარჩება საზღვარი გახსნილი, ელემენტარულად, იმედი მაინც არის, რომ საჭიროების შემთხვევაში, აქედან წავლას შევძლებთ და ჩვენზე ვირაც იზრუნებს. ყოველდღიური პროდუქტის ყიდვას მაინც შევძლებთ მისაღებ ფასად. მართავლია ყველგან სიძვირეა, მაგრამ აქ ყველაფერი გაცილებით ძვირი ღირს, ვიდრე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე. გარდა ამისა, ხალხს პენსია თვეობით აქვს დაგროვილი, კუთვნილი თანხის მიღებას მაინც შეძლებენ. უმძიმესი პერიოდი გავიარეთ და მცირე შეღავათსაც კი უკვე დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ოკუპირებული რაიონის მცხოვრები.

რაც შეეხება თხილს და სხვა პროდუქტს, ძირითადად, ციტრუსს, მისვე თქმით, ზუგდიდში გასაყიდად არ გადააქვთ, ისედაც მცირე მარაგია შემორჩენილი და ადგილზევე იყიდება. 

შეგახსენებთ, რომ 8-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ დღეიდან ენგურის ხიდი იხსნება. ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე, საქართველოს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, დადებითად აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის საბაბით, დანარჩენ საქართველოსთან ე.წ. საზღვარი მარტის შუა რიცხვებიდან დაკეტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system