თავში

რა იცვლება კონკურენციის შესახებ კანონში

რა იცვლება კონკურენციის შესახებ კანონში
რა იცვლება კონკურენციის შესახებ კანონში

რომან კაკულიამ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე თანმდევი კანონპროექტთა პაკეტი პარლამენტის, რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით წარადგინა.

კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის ექსპერტებმა.

რომან კაკულია ამბობს, რომ კანონის არსებული რედაქციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხარვეზია ასევე, სანქციების არარსებობა და ეს ხაარვეზი კანონპროექტით აღმოიფხვრება.

დეპუტატის განმარტებით, „კონკურენციის შესახებ“ კანონის ძირითად მიზნებს წარმოადგენს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის ხელშეწყობა, ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპის დაცვა, ეკონომიკური აგენტების მიერ კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვის დაუშვებლობა, კერძოდ, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების, გადაწყვეტილებების, შეთანხმებული ქმედების აკრძალვა და იმ კონცენტრაციის დაუშვებლობა, რომელიც არსებითად ზღუდავს ეფექტიან კონკურენციას, ასევე, არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აკრძალვა.

„საქართველოს დღეს მოქმედი კანონი „კონკურენციის შესახებ“ შეიცავს არაერთ სისტემურ და პროცედურულ ხარვეზს, რაც კონკურენციის სააგენტოს ხელს უშლის საქმიანობის ეფექტიანად განხორციელებაში. შემუშავებული კანონპროექტი მიზნად ისახავს სწორედ, ამ ხარვეზების აღმოფხვრას და კანონის აღსრულების მექანიზმების გაუმჯობესებას. ასევე, ცვლილებებით ხდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოება. ფართოვდება ეკონომიკური აგენტის ცნება, კერძოდ განისაზღვრება, რომ ეკონომიკურ აგენტად მიჩნევისათვის სამეწარმეო საქმიანობის ნაცვლად გადამწყვეტია ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების ფაქტი, რომელიც უფრო ფართო ცნებაა. კონცენტრაციის მარეგულირებელი ნორმების რეფორმა წარმოადგენს შემოთავაზებული ცვლილებების პაკეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. ცვლილებებით შემოდის კონცენტრაციის თაობაზე ე.წ. პირობითი გადაწყვეტილების მექანიზმი, რომელიც ცნობილია სტრუქტურული და ქცევითი ხასიათის ღონისძიებების სახელით.

იცვლება საქმის წარმოების ვადები სხვადასხვა საკითხთან მიმართებით, რომელიც ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია. განისაზღვრება სააგენტოს ვალდებულება, საქმის დასრულებამდე გაუგზავნოს მხარეებს გადაწყვეტილების პროექტი და მისცეს ვადა მოსაზრებების წარმოსადგენად. მნიშვნელოვანი სიახლეა ასევე, ეკონომიკური აგენტის ადგილზე შემოწმების საკითხის ეკონომიკური აგენტისათვის შეუტყობინებლად გადაწყვეტის საკითხი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მოულოდნელობის ეფექტი და თავიდან იქნეს აცილებული ეკონომიკური აგენტის მიერ ინფორმაციის განადგურების, ან გადამალვის შესაძლებლობა“ - ამბობს რომან კაკულია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system