თავში

რა იზიდავთ არა-რეზიდენტებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე

რა იზიდავთ არა-რეზიდენტებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე
რა იზიდავთ არა-რეზიდენტებს საქართველოს ფინანსურ ბაზარზე

საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არა-რეზდენტების წილი 11%-ს აჭარბებს. როგორც სტატისტიკიდან ჩანს, უცხოური ფირმები საქართველოს ფასიანი ქაღალდების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ, რის მიზეზადაც სპეციალისტები მაღალ საპროცენტო განაკვეთებს მიიჩნევენ. ასეთი მოსაზრებისაა ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ფინანსისტი ნიკა შენგელია, რომლის ვარაუდითაც არა-რეზიდენტების მიერ განხორციელებული ტრანზაქციები დამატებითი ზეწოლაა ლარისთვის, რაც ეროვნულ ვალუტად აუფასურებს.

ამ თვალსაზრისით, როგორც ნიკა შენგელია განმარტავს, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა მავნებლურია, რადგან ლარის გამყარების ნაცვლად, გაუფასურებას და უცხოური ფინანსური ორგანიზაციების ინტერესებს ემსახურება.

,,არა-რეზიდენტებს გზა ხსნილი აქვთ, შეუძლიათ, აქტიურად ფასიანი ქღალდების შეძენით და რამდენიც სურთ, კაპიტალი გაზიდონ ქვეყნიდან. მართალია, ღია ეკონომიკაა და არ იზღუდება მოცულობა, მაგრამ სჯობდა, ეს ფული ადგილობრივ ეკონომიკას მოხმარებოდა, რის მაგივრადაც სებ-ი ყოველთვის კარს უღებს ე.წ. ცხელ ფულს, ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც შემოდიან მხოლოდ იმიტომ, რომ მაღალი საპროცენტო განაკვეთები გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის თებერვალში არარეზიდენტმა უცხოურმა ორგანიზაციებმა სწორედ ასეთი ინტერვენციებით დიდი ფული იშოვეს და ქვეყნიდან სერიოზული კაპიტალი გავიდა. წელსაც იგივე ხდება. ცხადია, არა-რეზიდენტები თუ გადაწყვეტენ, რომ ეს ფული თავის ქვეყანაში გაიტანონ, მოუწევთ დოლარის შესყიდვა, ეს კი ლარზე ზეწოლას გააძლიერებს. შესაბამისად, დაახლოებით 10 თებერვლიდან დაიწყებს ოდნავ ისევ გაუფასურებას. ამის შესაჩერებლად სებ-ი პრაქტიკულად არაფერს აკეთებს, მეტიც გზას უხსნის უცხოურ კაპიტალს, ამიტომ გასაგებია რისთის ინარჩუნებს მაღალ საპროცენტო განაკვეთს ეროვნული ბანკი, ძირითადად ემსახურება ვიწრო ინტერესებს, სავალუტო სპეკულანტებს და საბოლოოდ ძირი ეთხრება ეკონომიკას, რომელიც ისედაც დიდ გაჭირვებაშია ეპიდემიური პროცესების გამო “, - აცხადებს ნიკა შენგელია.

ფინანსისტი ამბობს იმასაც, რომ ბევრად კარგი იქნება, ინვესტიციები ეროვნულ ვალუტაში ხორციელდებოდეს, თუმცა ასე არ არის და საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რეკომენდაციებით ვითარდება ქვეყანა, რაც ხშირ შემთხვევაში წამგებიანია.

ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბერში არარეზიდენტების მფლობელობაში ფასიანი ქაღალდების მოცულობამ 657.6 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ აღნიშნულია "თიბისი კაპიტალის" ყოველკვირეულ მიმოხილვაში.

აღნიშნული მაჩვენებელი წინა თვესთან, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით, დაახლოებით 45 მლნ ლარით არის გაზრდილი. ამავე პერიოდში, 2020 წლის დეკემბერში მთავრობის ფასიან ქაღალდებში არა-რეზიდენტების წილი 11.3% იყო, რაც წინა თვესთან შედარებით მცირედით მეტია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system