თავში

რა კეთდება ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის

რა კეთდება ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის
რა კეთდება ქვეყანაში ბუნებრივი კატასტროფების პრევენციისთვის

გაეროს მონაცემებით, 2019 წელს მსოფლიოში 409 ბუნებრივი კატასტროფა დაფიქსირდა. ყოველწლიურად მსოფლიოში კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული ბუნებრივი კატასტროფებისგან 200 მილიონზე მეტი ადამიანი ზარალდება, ეკონომიკური დანაკარგები კი 100 მილიარდ დოლარს აჭარბებს.

როგორც report.ge-ს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან აცნობეს, საქართველოს რთული რელიეფური, კლიმატური და გეოლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ქვეყანაში ბუნებრივი სტიქიური მოვლენები მასშტაბურია, განმეორებადობის დიდი ალბათობით და საშიშროების მაღალი რისკით. 

ცენტრის განმარტებით, გარემოზე ადამიანის ზემოქმედების გააქტიურების გამო, კლიმატის გლობალური ცვლილების საერთო ფონზე, საქართველოში სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის შესამჩნევი ზრდა შეინიშნება.

"კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციისა და კატასტროფების რისკის შემცირების და მართვის მიზნით, ხორციელდება პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადრეული გაფრთხილების და მონიტორინგული სისტემის გაფართოებას, ასევე ბუნებრივი საფრთხეების ზონირების და რისკის რუკების შედგენას. პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური ხასიათის მოვლენებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების (მატერიალური ზარალის, ადამიანთა მსხვერპლის) თავიდან აცილებას/შერბილებას). პროგრამა, რომელსაც ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), თანადაფინანსებულია კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) და საქართველოს მთავრობის მიერ,"  -ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system